BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topic

· [ ] ·

> Olympus E-620, ყველაზე პატარა DSLR სტაბილიზაციის ფუნქციით

| |
Magdu
post Mar 9 2009, 15:01
#1 
Club Founder

Administration Administration
4,838


კომპანია Olympus გაავრცელოა ინფორმაცია ახალი DSLR კამერის გამოშვების შესახებ ინდექსით E-620, რომელიც მწარმოებლის განცხადებით არის ყველაზე კომპაქტური და მსუბუქი ციფრული კამერა ჩანერგილი გამოსახულების სტაბილიზაციის ფუნქციით და პორტატიული "სახელოსნო" სტუდიით.

მწარმოებლის განცხადებით, მათი "შვილობილი", რომლის გაბარიტებია 130 x 94 x 60 მმ და წონა 475 გ (Body) აერთიანებს პროფესიანულ ფუნქციებს და მათ მარტივ გამოყენებას, რაც უნდა მოეწონოს ნაკლებად გამოცდილ ფოტომოყვარულებს, რომელთაც სურთ თავისი შემოქმდება უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ.
სპეციალური 6 მხატვრული ფილტრი, რომელთა დახმარებით შეიძლება მაგალითად აქცენტის გაკეთება ფერებზე (ფილტრი პოპ-არტ). ეს კი სურათებს აძლევს ახალ, განსაკუთრებულ სტილს. ასევე მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ისეთი ფუნქციები, როგირიცაა - პინხოლი, რბილი ფოკუსი, რბილი შუქი, ღია ტონალობა. აღსანიშნავია მულტიექსპოზიციის ფუნქციის არსებოაბ, რომელიც იძლევა საშუალებას რეალური გადაღების დროს პირდაპირ ეკრანზე ორი ან სამი RAW-გამოსახულების დადებას, დათვალიერების რეჟიმში.



გამოსახულების სტაბილიზაციის ჩანერგილი სისტემა ეფექტურად მუშაობს ექპოზიციის ოთხი საფეხურის მუშაობის დიაპაზონში და იძლევა საუკეთესო გამოსახულების მიღების გარანტიას, იმის მიუხედავათ თუ რა გადაღების პირობებია ან რა დაშორებაა ობიექტამდე. ეს კი ხშირ შემთხვევაში იძლევა შტატივის გარეშე გადაღების საშუალებას. ეკრანის დიაგონალი შეადგენს 2,7 დიუმს, გააჩნია HyperCrystal III ტექნოლოგია და ხედვის 176გრადუსიანი კუთხე, რაც იძლევა მაქსიმალურ კომფორტს კადრირების დროს. Live View ტექნოლოგია კონტრასტული ავტოფოკუსის ფუნქციით იძლევა საშუალებას გადაღებამდე შეფასდეს მოსალოდნელი შედეგი.
არა საკმარისი განათება ასევე არ წარმოადგენს პრობლემას, რადგანაც მომხმარებელს შეუძლია კამერიდან მართოს უკაბელო მაშუქების სამი ჯგუფი, ხოლო დამატებითი "ბუსტერი" НLD-5 იძლევა როგორც გადაღების დამატებით დროს, ასევე მოსახერხებელია პორტრეტულ ორიენტაცისი გადაღების დროს.



აპარატის კიდევ ერთ მნიშნველოვან პლუს წარმოადგენს ახალი 7 წერტილიანი ავტოფოკუსის სისტემა, რომელსაც გააჩნია 7 სენსორი, რომელთაგანაც 5 ჯვრისფორმისაა და მგრძნიბიარეა როგორც ვერტიკალური ასევე ჰორიზონტალური ობიექტების მიმართ და იძლევა სწრაფი ფოკუსირების საშუალებას.



ამის გარდა, სიახლეს გააჩნია სწრაფი სენსორი Live MOS გარჩევადობით 12,3 მეგაპიქსელი (მგრძნობელობა 100-დან 3200 ISO-მდე) და უახლესი პროცესორი TruePic III+, რომელიც იძლევა საუკეთესო შედეგს სერიული გადაღების დროსაც. თუ ვინმეს არ მოსწონს ეკრანის გამოყენება ვიზირად, შეუძლია ისარგებლოს ოპტიკური ვიზირით 0,96 ჯერადი გადიდებით და 95% დაფარვის ზონით.

კამერას ასევე გააჩნია მტვრისგან დამცავი ტალღური ფილტრი Olympus, რომელიც წარმოადგენს მტვრისგან დასაცავ ეფექტურ საშუალებას.
კომფორტისთვის Olympus E-620 აქვს ღილაკების განათების ფუნქციაც.
კამერას აქვს USB ინტერფეისიც, და ვიდებუდე NTSC/PAL მხარდაჭერით და მეხსიერების ბარათების ორმაგი ბუდე CompactFlash, Microdrive და xD-Picture Card სტანდარტებისთვის.

კამერა თავსებადია თითქმის ყველა E-System აქსესუარებთან, მათ შორის 33 ობიექტივი და სხვადასხვა მაშუქები.

გაყიდვაში Olympus E-620 გამოვა აპრილის ბოლოს $700 (მარტო ბოდი) и $800 (ED 14-42mm f3.5/5.6 Zuiko Digital Zoom Lens ობიექტივთან ერთად).

დეტალური სპეციფიკაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

ავტორი: Руслан Цап
წყარო: http://www.3dnews.ru/
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post Mar 10 2009, 14:01
#2 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


მშვენიერი სიახლეა მაგრამ E30_ს მინდა შევადარო ერთი
რა აქვთ განსხვავება

მადლობა თემისთვის




ოლია Fორ ევარ DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 12th May 2024 - 18:39

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'