BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> GO! Summer Photo Contest!, მოყვარულებს დააინტერესებს ალბათ უფრო )

| |
Romanovskaya
post Jun 8 2011, 23:51
#1 

Amateur Amateur
151


ძვირფასო მეGOბრებო,

ფოტომოყვარულთათვის გთავაზობთ ფოტო-კონკურს, რომელიც დღეიდან იქცევა GO! Electronics-ის ტრადიციად.

„მხიარული ზაფხული და GO! Electronics-ი“
„ფერადი შემოდგომა და GO! Electronics-ი“
„ჯადოსნური ზამთარი და GO! Electronics-ი“
„ხალისიანი გაზაფხული და GO! Electronics-ი“

ყოველი სეზონის დასაწყისში გამოცხადდება კონკურსი GO! Electronics-ის სეზონური კრეატივებისთვის, გამოვლინდება გამარჯვებული ფოტოების ავტორები 2 კატეგორიით: ერთი კატეგორია GO! Electronics-ის ჟიურის წევრებისგან და მეორე კატეგორია ჩვენი გვერდის მეგობრების like-ბის რაოდენობის მიხედვით (შესაბამისად საკონკურსო ადგილების რაოდენობა ჯამში შეადგენს 6 ადგილს, ხოლო დამატებით 2 საკონკურსო ადგილი სახასიათო ფოტოების ნომინაციით)

დამატებით საკონკურსო ადგილებს წარმოადგენს სახასიათო ნომინაციის ფოტოები:
ყველაზე ხალისიანი ფოტო
ყველაზე ორიგინალური ფოტო

ასევე გამარჯვებულებს ელით განსაკუთრებული საჩუქრები და ბევრი სურპრიზი!

ამ ეტაპზე ცხადდება ზაფხულის თემაზე კონკურსი - „მხიარული ზაფხული და GO! Electronics-ი“

ფოტოს კონცეფცია არის შემდეგი ტიპის: ცხოვრებისეული საზაფხულო მხიარული სიტუაცია სადაც ფიგურირებს თანამედროვე სამომხმარებლო ელექტროტექნიკა.

ფოტოში შერჩეული ტიპაჟების ასაკი შეზღუდული არ არის.

დაშვებულია ფოტო-კორექციისთვის ფოტოშოპის მინიმალური ეფექტების გამოყენება.

პრიზები:
I-ადგილი:
GO! Electronics-ის მიერ არჩეული 1-ლი ადგილი: Nikon Coolpix S80
Facebook-ის რჩეული 1-ლი ადგილი: Panasonic Lumix FP1

II-ადგილი:
GO! Electronics-ის მიერ არჩეული მე-2 ადგილი: Sony S2000
Facebook-ის რჩეული მე-2 ადგილი: Sony S2000

III-ადგილი:
GO! Electronics-ის მიერ არჩეული მე-3 ადგილი: Golla g-bag
Facebook-ის რჩეული მე-3 ადგილი: Golla g-bag

დამატებით საკონკურსო ადგილებისთვის პრიზები:
ყველაზე ხალისიანი ფოტო ????
ყველაზე ორიგინალური ფოტო ????

საკონკურსო ფოტოების მიღების ბოლო ვადა - 2011 წლის 27 ივნისი.
გამარჯვებული გამოვლინდება 2011 წლის 30 ივნისს.


გადაწყვეტილების შემთხვევაში, GO! Electronics-ი შეიძენს შერჩეული ფოტოს ორიგინალ (მაღალი რეზოლუციის) ვარიანტს (ფასი ავტორთან შეთანხმებით) და შეძენილი ფოტოს გამოყენებით შეიქმნება GO! Electronics-ის სარეკლამო კრეატივები.

ფოტოს პარამეტრები: - ორიგინალი ფოტოები, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პარამეტრებს:
პიქსელების რაოდენობა 2500-დან 5000-მდე
რეზოლუცია - 300 DPI

საკონკურსო ფოტოს გაგზავნის პირობები: საკონკურსო ფოტოები გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: go2go@goelectronics.ge .
გადაწყვეტილებისამებრ, შესაძენი ფოტოს ორიგინალი ვარიანტების გადაცემა მოხდება საავტორო უფლების შეძენისას.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე ან ჩვენს გვერდზე.

წინასწარ გიხდით მადლობას მონაწილეობისთვის და გისურვებთ წარმატებებს! . .


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Jun 9 2011, 22:17
#2 

Amateur+ Amateur+
7,355


გავგზავნი smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
soforela
post Jul 9 2011, 11:33
#3 

NewComer NewComer
23


უმაგრესია GO!ELECTRONICS , ძალიან მიყვარს! მეც გამოვგზავნე რაღაც...წარმატებები!:*:*:*:*:*:*
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Jul 10 2011, 20:52
#4 

Amateur+ Amateur+
7,355


გადაგვაგდეს DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
soforela
post Jul 10 2011, 23:05
#5 

NewComer NewComer
23


რომელია შენი ფოტო??? არა, შანსი არაა გადაგდების DDDD.gif ვადები გადაწიეს, იმიტომ რომ მაგარი პრიზებია და 30 ფოტოზე მეტი არ შესულა, მაქედანაც თემას სულ5 თუ პასუხობს,,, sad.gifsad.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Jul 11 2011, 21:21
#6 

Amateur+ Amateur+
7,355


soforela,

გადაგებაში რას ვგულისხმობ DDDD.gif იმას კიარა რომ აუ არიქა და ცემი უნდა გასულიყო დამოეგო და ასეთი რამ DDDD.gif

უბრალოდ დავწერე მაგათ გვერდზე რომ მეთქი ფოტო მიიღეთ? და 2 ჯერ დავწერე კიდე მიიღეთ თუ არათქო და არ უპასუხიათ არც ფეისბუქზე და არც იმეილზე DDDD.gif DDDD.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
soforela
post Jul 11 2011, 22:34
#7 

NewComer NewComer
23


აააააააააააა....ოოოოოოოოოო.... DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif დადებენ , ხოდა წარმატეტებიიიიიიიიიიიიიიიი!!:)smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Jul 12 2011, 01:34
#8 

Amateur+ Amateur+
7,355


angel.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 16th May 2024 - 11:02

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'