BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ნიამორი 2009, ფესტივალი

| |
www.boke.ge
post Oct 27 2008, 20:47
#1 

Administration Administration
462


თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ნიამორი”-2009
12-22 თებერვალი, თბილისი, ბაკურიანი

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება:

ფილმების კონკურსი (დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნება 3-3 საუკეთსეო ფილმი თითოეულ ნიმინაციაში) შემდეგ ნომინაციებში:
1.საუკეთესო ალპინისტური ფილმი;
2.საუკეთესო სათავგადასავლო ფილმი;
3.საუკეთესო ექსტრემალური პროექტი;
დაწესებულია ასევე დამატებითი პრიზები:
•საუკეთესო უცხოური ფილმი;
•საუკეთესო ქართული ფილმი;
•საუკეთესო დებიუტი _ (პრიზი არის I ფესტივალის ნომინანტის, ლევან ლაგაზიძის სახელობითი და გადაეცემა საუკეთესო ქართულ დებიუტს);

ფოტო-კონკურსი (შერჩევა 60-70 საუკეთესო ნამუშევარი) შემდეგ ნომინაციებში:
1.საუკეთესო ალპინისტური ფოტო;
2.საუკეთესო სათავგადასავლო ფოტო; (მთის ბუნება, ფლორა, ფაუნა, მოსახლეობა, ყოფა);

ავტორს უფლება აქვს თითო ნომინაციაში შემოიტანოს არა უმეტეს 5 ფოტოსი.
ამ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი და შემდეგ წარმოადგინონ საკონკურსო ფოტოებთან ერთად. თითეული საკონკურსო ფოტოს ზომა უნდა იყოს 15X21-ზე. (A5 ფორმატი).


ლიტერატურული კონკურსი (ჩატარდება 2 ეტაპად, მხოლოდ ქართულენოვანი მონაწილეებისთვის):
•I ეტაპის თემა – ერთ დღეს მეც ავალ ევერესტზე
•II ეტაპზე გასულ მონაწილეებს თემა მიეცემად უშუალოდ ფინალის დროს და უნდა დაიწეროს 2 დღის ვადაში.

I ეტაპზე გამოგზავნილი ნამუშევარი არ უნდა აღემატებოდეს 2 თაბახის ფურცელს. ტექსტი ნაბეჭდი უნდა იყოს 12 ზომის, აკადნუსხური შრიფტით.

კონკუსებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2008 წლის 10 ოქტომბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით. ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2008 წლის 30 ნოემბერი. ამ თარიღის შემდეგ, არც განაცხადები და აღარც ნამუშევრები აღარ მიიღება.

სამთო-სათხილამურო სპორტში, “ნიამორის” ტრადიციულ მედია-ტურნირში მონაწილოების მსურველებმა უნდა მოგვაწოდონ დამოწმებული განაცხადები შესაბამისი მედია საშუალებიდან. გუნდურ შეჯიბრში მონაწილოების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ გუნდური (3 ვაჟი და 2 გოგონა) განაცხადი ელექტრონულ ფოსტაზე info@niamori.ge . განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2009 წლის 10 იანვარი.

http://www.niamori.ge/

განაცხადის ფორმა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 21st June 2024 - 22:14

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'