BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> საიტზე რეგისტრაცია, რეკომენდაციების მეშვეობით

| |
www.boke.ge
post May 17 2008, 20:18
#1 

Administration Administration
462


დღეიდან საიტზე ამოქმედდება რეგისტრაცია რეკომენდაციის საშუალებით.


კერძოდ, კლუბის წევრებს, რომელთა სტატუსი არის ამატურ, ამატურ+, ფოტოგრაფი, მასტერი შეუძლიათ მიმართონ ადმინისტრაციას რეკომენდაციით ახალი მომხმარებლის რეგისტრაცის შესახებ.

ამისათვის საჭიროა რეკომენდაციის გამწევმა ელ.ფოსტის საშუალებით (invitation ‘@’ boke.ge) მიაწოდოს ადმინისტრაციას სრული ინფორმაცია მის მიერ რეკომენდირებულ პირზე.
კერძოდ:
1. მომხმარებლის სასურველი სახელი (Username)
2. სახელი და გვარი
3. საკონტაქტო ინფორმაცია(ელ.ფოსტა და ტელეფონი).

ასევე აუცილებელია, რომ რეკომენდაციის გამწევსაც სრულად ჰქონდეს შევსებული ზ/მითითებული ველები.



აღნიშნული ინფორმაციის არასრული მოწოდების შემთხვევაში, ადმინისტრაცია არ განიხილავს რეკომენდირებულის კანდიდატურას.


რეკომენდაციის გამწევი ხდება რეკომენდირებულის თავდები.
კერძოდ რეკომენდირებულის დარღვევები ზეგავლენას იქონიებს რეკომენდაციის გამწევისგან მომავალში რეკომენდაციების მიღებაზე (აღნიშნული არ ეხება მცირე დარღვევებს)

რეკომენდაციები არ მიიღება ზ/აღნიშნული ჯგუფების იმ წევრებისგან, რომელთა warn-ების ოდენობა რეკომენდაციის გაწევის მომენტისთვის შეადგენს 20 ან მეტ პროცენტს.

დადგენილია რეკომენდაციების ყოველთვიური ლიმიტი:
1. ამატურ1 რეკომენდაცია (კალენდარული თვის განმავლობაში)
2. ამატურ +2 რეკომენდაცია (კალენდარული თვის განმავლობაში)
3. ფოტოგრაფი3 რეკომენდაცია (კალენდარული თვის განმავლობაში)
4. მასტერი4 რეკომენდაცია (კალენდარული თვის განმავლობაში)

გამონაკლისის სახით ადმინისტრაციას შეუძლია თავად დაუშვას რეკომენდაციების გაზრდილი ლიმიტი კონკრეტული მომხმარებლისგან.

მიღებული რეკომენდაციები განიხილება ყოველი კალენდარული კვირის ბოლოს. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული თვის ბოლო არ ემთხვევა კალენდარული კვირის ბოლოს, კანდიდატურები განიხილება მომდევნო თვის პირველი კალენდარული კვირის ბოლოს.

რეგისტრაციაზე მოთხოვნის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ახალ წევრთან დაკავშირება მოხდება ელ.ფოსტის საშუალებით.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·



Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 18th May 2024 - 13:17

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'