BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
9 გვერდი  1 2 3 > »  
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> მომავალი სიღარიბის გარეშე, ფოტოკონკურსი

| |
www.boke.ge
post Sep 26 2008, 23:55
#1 

Administration Administration
462




გალერეის ბმული

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “მომავალი სიღარიბის გარეშე” ფოტოკლუბი ბოკე-ს მხარდაჭერით აწყობს ამავე სახელწოდების ფოტოკონკურსს.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალ ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს იმის მიუხედავად არის თუ არა დარეგისტრირებული ფოტოკლუბი ბოკე-ს ფორუმზე.

საკონკურსო ნამუშევრების მიღება დაიწყება 2008 წლის 29 სექტემბერს და გაგრძელდება 10 ოქტომბრის ჩათვლით. ნამუშევრები განთავსდება სპეციალურ გალერეაში.

საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს 6 ადამიანისგან დაკომპლექტებული ჟიური.

10-დან 12 ოქტომბრამდე მოხდება ფოტოების შეაფასება, რის შედეგადაც ამოირჩევა 50 საუკეთესო ნამუშევარი.

17 ოქტომბერს, სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს კინოთეატრ ამირანის ფოიეში შედგება 50 საუკეთესო ნამუშევრის გამოფენა.

ასევე დაჯილდოვდება საუკეთესო 3 ფოტოს ავტორი, რომელთაც გადაცემათ სპეციალური საჩუქრები:

I ადგილი _ მაღაზია ფოტოსამყაროში 300 ლარიანი კუპონი ნებისმიერი სახის ფოტომომსახურებაზე;

II ადგილი _ მაღაზია ფოტოსამყაროში 200 ლარიანი კუპონი ნებისმიერი სახის ფოტომომსახურებაზე;

III ადგილი _ მაღაზია ფოტოსამყაროში 100 ლარიანი კუპონი ნებისმიერი სახის ფოტომომსახურებაზე;

კონკურსის ფარგლებში კოალიციის პარტნიორები არიან:

ფოტოკლუბი “ბოკე”, კინოთეატრი "ამირანი" და ფოტომაღაზია “ფოტოსამყარო”.

ფოტოგამოფენას დაესწრებიან გორის მიმდებარე სოფლებიდან დევნილი ბავშვები, რომლებიც სიღარიბის თემაზე საკუთარ ნახატებს გამოფენენ.

დამსწრე საზოგადოებას დაურიგდება კოალიციის სიმბოლიკა, თეთრი სამაჯური.

ასევე, ბავშვებსა და იქ მყოფ ყველა ადამიანს შეასაძლებლობა ექნება თეთრ ლენტზე დაწეროს საკუთარი ნატვრა და ამირანის ფოიეში მდგარ “ნატვრის ხეს” შეაბას.

გამოფენა 2 დღეს გაგრძელდება.


–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თავისი ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე

წერილი უნდა შეიცავდეს:
1 ავტორის სახელს და გვარს
2 საკონტაქტო ტელეფონს
3. გალერეაში განთავსებისთვის გამზადებულ საკონკურსო ნამუშევარს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ფოტოკლუბ „ბოკე“–ს გალერეისთვის დაწესებულ მოთხოვნებს.
4. თუ სურათის ავტორი უკვე ბოკეს წევრია, ასევე მიუთითეთ თავისი "Username"-იც


იმის გათვალისწინებით, რომ შეფასებების დასრულებიდან გამოფენამდე არის საკმაოდ მცირე დრო, მონაწილეებმა ფოტოს ვებ-ვერსიასთან ერთად ასევე უნდა გამოაგზავნონ ფოტოს საბეჭდი ვერსია (ფორმატისთვის A3). წინააღმდეგ შემთხვევაში ნამუშევარი საკონკურსო გალერეაში არ განთავსდება.

ფოტოები, რომელებიც თემატურად არ შეესაბამება კონკურსის დევიზს ან ტექნიკური მახასიათებლებით არ აკმაყოფილებს გალერეის ლიმიტებს – გალერეაში არ განთავსდება.

თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოაგზავნოს არაუმეტეს 5 ფოტოსურათისა.

კონკურსის სოციალური აქციის სახისაა. შესაძლებელია ორგანიზატორმა რომელიმე ფოტო/ფოტოები გამოიყენოს კოალიაციის მუშაობის ფარგლებში გამოცემულ ბროშურაში და/ან ვებ-გვერდზე განსათავსებლად.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
www.boke.ge
post Sep 26 2008, 23:57
#2 

Administration Administration
462


ასევე გაცნობებთ რომ ფოტოკლუბი "ბოკე" აწესებს შემდეგ პრიზებს:

I ადგილი - 15 ფოტოს ლიმიტგარეშე ატვირთვის კოდები
II ადგილი - 10 ფოტოს ლიმიტგარეშე ატვირთვის კოდები
III ადგილი - 5 ფოტოს ლიმიტგარეშე ატვირთვის კოდები


ასევე კონკურსის ყველა მონაწილეს შესაძლებლობა ექნება დარეგისტრირდეს ბოკეს საიტზე (თუ ასეთი რეგისტრაცია ჯერ არ ჰქონდა გავლილი).

პ.ს. შეგახსენებთ რომ პრიზების სახით მიღებული კოდები არაა მიბმული თქვენს ნიკზე და შესაძლებელია მათი გადაცემა "ბოკე"-ს სხვა მომხმარებელზე.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post Sep 27 2008, 00:39
#3 

Amateur+ Amateur+
28,968


კარგი კონკურსია ცუდი პრიზებით -)))
300 ლარიანი კუპონი მალოვატო ...
QUOTE
ასევე კონკურსის ყველა მონაწილეს შესაძლებლობა ექნება დარეგისტრირდეს ბოკეს საიტზე (თუ ასეთი რეგისტრაცია ჯერ არ ჰქონდა გავლილი).

ამის გამო ვიFიქრებ
-)))

არა კარგია კარგი კონკურსები!ცოტა გამოFხიზლდება საიტი -))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post Sep 27 2008, 00:41
#4 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


ანუ ფოტოს დევიზი უნდა იყოს მომავალი სიღარიბის გარეშე
ხომ არ ვცდები?


მშვენიერია
მომწონს
ამ ამბავში მაგთი არის გარეული?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
jgu
post Sep 27 2008, 01:05
#5 

Amateur Amateur
234


ძალიან კარგი! smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Sep 27 2008, 01:06
#6 

Amateur+ Amateur+
7,423


DIKARKA,
QUOTE
300 ლარიანი კუპონი მალოვატო ...

კონკურსი ძირითადად სოციალური სტატუსისაა smile.gif
Goderdzi Makharashvili,
QUOTE
ამ ამბავში მაგთი არის გარეული?

არა smile.gif

კოალიცია მომავალი სიღარიბის გარეშე ყოველი წლის 17 ოქტომბერს აწყობს სხვადასხვა ღონისძიენებს.

ალბათ გახსოვთ, შარშან 17 ოქტომბერს ეთნოგრაფიულ მუზეუმში smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
GeGa Chumburidze
post Sep 27 2008, 01:39
#7 

For Delete
4,756


QUOTE
ალბათ გახსოვთ, შარშან 17 ოქტომბერს ეთნოგრაფიულ მუზეუმში 


წელს იქნება ?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Sep 27 2008, 01:48
#8 

Amateur+ Amateur+
7,423


GeGa Chumburidze,
წელს მხოლო ფოტოკონკურსი+გამოფენა და დევნილი ბავშვებისთვის საჩუქრების გადაცემა იქნება smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post Sep 27 2008, 03:36
#9 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


სამწუხაროდ ვერ მივიღებ მონაწილეობას



წარმატებები ყველას bravo.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Sep 27 2008, 11:08
#10 

Amateur+ Amateur+
7,423


Goderdzi Makharashvili,
რეიზა? ჯეოსტარის პონტში?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lasha Ghughunishvili
post Sep 27 2008, 11:22
#11 

Amateur+ Amateur+
3,091


beshqena,
ისევ ის სამაჯურები იქნება ნაჭრის? თუ ახალს აკეტებთ? ადრე რომ იყო რეზინის ისინი ხო არ ჩამოგიტანიათ DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sofio Gokhelashvili
post Sep 27 2008, 11:54
#12 

Amateur Amateur
11,533


წარმატებებს გისურვებთ ყველააას : ))
კარგი კონკურსია ძაან!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
rimanely
post Sep 27 2008, 12:52
#13 

Amateur+ Amateur+
9,217


პამ პა რა რა რამ... კარგია...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
anika-zeppelin
post Sep 27 2008, 12:54
#14 

Amateur Amateur
6,513


QUOTE
ალბათ გახსოვთ, შარშან 17 ოქტომბერს ეთნოგრაფიულ მუზეუმში 


diax.gif diax.gif
გვააჰსოვს.. -)))
დისკიც მაჰსოვსს და მაქვს ))
angel.gif

:*:*
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post Sep 27 2008, 13:37
#15 

Amateur+ Amateur+
3,330


და თითო კაცს რამდენი ფოტოს გამოგზავნის უფლება აქვს
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
sopuna
post Sep 27 2008, 13:44
#16 

Amateur Amateur
1,506


QUOTE
ალბათ გახსოვთ, შარშან 17 ოქტომბერს ეთნოგრაფიულ მუზეუმში


მახსოვს , თან რა კარგად angel.gif

მაისურიც მაქვს დისკიც სამაჯურიც და ფოტოებიც : ))

კონკურსში არამგონია და გამოფენზე შემოგიერთდებით
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lasha Ghughunishvili
post Sep 27 2008, 14:00
#17 

Amateur+ Amateur+
3,091


tsumbusha,
5 იო ზევით წერია
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Infanta
post Sep 27 2008, 14:08
#18 

Amateur Amateur
1,584


QUOTE
ფოტოს საბეჭდი ვერსია (ფორმატისთვის A3)


ეს მაინტერესებს
მაინც რა ზომის უნდა იყოს
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Gogia
post Sep 27 2008, 14:30
#19 

Master Master
7,645


Infanta,
მინ 2300X3000
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Infanta
post Sep 27 2008, 14:50
#20 

Amateur Amateur
1,584


Gogia,

მადლობა


ამ ზომაზე ფირს სადმე ასკანერებენ?

blink.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Sep 27 2008, 15:18
#21 

Amateur+ Amateur+
7,423


tsumbusha,
QUOTE
თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოაგზავნოს არაუმეტეს 5 ფოტოსურათისა.

Infanta,
QUOTE
ამ ზომაზე ფირს სადმე ასკანერებენ?

თავზე დაადექი და უთხარი, რომ ამ ზომაზე გინდა DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
rimanely
post Sep 27 2008, 15:23
#22 

Amateur+ Amateur+
9,217


QUOTE
მინ 2300X3000

აუ რა ამბავია sad.gif

beshqena ყველგან ასკანერებენ პროსტა უნდა უთხრა??
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Sep 27 2008, 15:25
#23 

Amateur+ Amateur+
7,423


rimanely,
ფოტოსამყაროში, ფოტოცენტრში, ფუჯიში, პანდაში და რაღა თქმა უნდა ზაზსთან! smile.gif

უთხარი რეზოლუცია და თავზე დაადექი, იმიტომ, რომ ხანდახან პატარა რეზოლუციით ასკანირებენ და მერე ფოტოშოპით აკეთებენ რესაიზს smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
rimanely
post Sep 27 2008, 15:36
#24 

Amateur+ Amateur+
9,217


beshqena თავზე დავადგები angel.gif

მადლობ smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Infanta
post Sep 27 2008, 16:00
#25 

Amateur Amateur
1,584


beshqena,
QUOTE
თავზე დაადექი და უთხარი, რომ ამ ზომაზე გინდა


DDDD.gif
ხო თუ აკეთებე კარგია
მე რაც დამისკანერებია მაქსიმუმ ზომები 1818X1228 ყოფილა

და
ყველაზე დიდი ზომა რა არის რისი დასკანერებაც შეიძლება
ვთქვათ მაგალითად "მოკროპვა" მინდა ცოტათი დასკანერებული ფოტოსი
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
lasham
post Sep 27 2008, 16:20
#26 

NewBie NewBie
3


კაი კონკურსია

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Sep 27 2008, 16:21
#27 

Amateur+ Amateur+
7,423


Infanta,
ვაბშეტა
QUOTE
1818X1228
A3 კი დაიბეჭდება, მაგრამ ის არ იქნება რაც უნდა იყოს.

QUOTE
ყველაზე დიდი ზომა რა არის რისი დასკანერებაც შეიძლება

აი, ეგ ნაღდად არ ვიცი, მაგრამ თუ შეაწუხებ ისეთსაც დაგისკანირებენ A2 რომ დაბეჭდო wick.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mamarda
post Sep 27 2008, 16:23
#28 

Amateur Amateur
2,060


ე.ი. ფოტოს მინიმალური ზომა 2300X3000 უნდა იყოს?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Sep 27 2008, 16:49
#29 

Amateur+ Amateur+
7,423


Mamarda,
ვებ-ვერსია (რომელიც საკონკურსო გალერეაში უნდა დაიდოს) უნდა იყოს ბოკეს პარამეტრების მიხედვით
QUOTE
ვერტიკალური კადრისთვის - მაქსიმუმ 700(სიგანე) პიქსელი X 700(სიმაღლე), მინიმუმ 250X400
ჰორიზონტალური კადრისთვის - მაქსიმუმ 950(სიგანე) x 700(სიმაღლე) პიქსელი, მინიმუმ 550X250

მაგრამ ვებ-ვერსიათან ერთად ასევე მითითებულ მეილზე
user posted image
უნდა გააგზავნოთ იგივე ფოტოს საბეჭდი ვერსია, რომელიც იმ შემთხვევაში თუ თქვენი ფოტო 50 საუკეთესო ნამუშევარში მოხვდება დაიბეჭდება A3 ფორმატზე და სხვა ნამუშევრებთან ერთად გამოიფინება არსის საგამოფენო დარბაზში.

იმისათვის, რომ ფოტო დაიბეჭდოს A3 ფორმატზე სასურველია მისი რეზოლუცია იყოს
QUOTE
2300X3000

პიქსელი.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Infanta
post Sep 27 2008, 16:49
#30 

Amateur Amateur
1,584


beshqena,
QUOTE
აი, ეგ ნაღდად არ ვიცი, მაგრამ თუ შეაწუხებ ისეთსაც დაგისკანირებენ A2 რომ დაბეჭდო


აბა რა პრობლემაა smile.gif

მადლობა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 21st May 2024 - 16:10

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'