არაა დიდი ხანი რაც ოლიმპუსმა გაისროლა პირველი ციფრული პენ-ი, მერე პანასონიკი მიჰყვა. ის კი არა უკვე მე-2 სერიაც გამოფინეს მზეზე. იქ ლაიკამ დააძახა, რაღას 4/3 ფორმატიო, აჰაა და ბარემ არასრულ-მატრიციანი სარკე-შუშაბანდიანი კამერის ზომა გული ჩავუდოთო (ნუ, დააფასა კიდეც როგორც იცის ხოლმე მაგ ფინთმა მაგან!).
ამ ყოლიფერმა შენ უყურე და კაი გნიასი გამოიწვია ფოტო-ამქარში. მითამ ახალი ნიშა-ნიკორა სჩითამსო ?- გაუბედა და იკითხა ზოგმა. არაო, სანამ ბობოლები არ გაერევიანო მაგ საქმეშიო, მანამ არც იფიქროთო. საინტერესო კი არის, დორბლმდენიც კიო, განსაკუთრებით ეს საყვარელი რეტრო სტაილინგიო.
მოკლედ, გამოხდა ხანი და პირველი ბობოლაც გამოკუსკუსდა ასპარეზზე. ეხლა, აქ ნუ დავიწყებთ ეგ რა ბობოლააო, ეგ გუშინდელი გამოჩეკილი ბახალაო, ესაო ისაო - გუშინდელია თუ დღევანდელი, იმფერი ლაჯით შემოვიდა ამქარში რო არ იქნება მაგის ისა, რა ჰქვია, ჰო, იგნორირება. სონი-ზე ვამბობ რაღა.. ჰოდა აი, ამოიღო და დადო . თან ერთი კი არა ორი დადო: "ნექს-5" და "ნექს-3":
ეხლა დიდი ქოთ-ქოთია - ადრეც კი იყო ისე, ჩვენში დარჩეს - ქენონა და ნიკორა თუ ხარშამენ ჩუმად ძვლიანსაო თავის ლაბარატორიებში. გულფანცქალა ფოტოჯეელობა ამბობს რომა არ იქნება რო არა შვრებოდნენო. რავი, მეც ეგრე მგონია - ძაან პრაქტიკული რამეა და ვერ წაუვლენ. თანაც ფული ხო უყვართ არა? მაშ როგორ?! მე პირადად რაღაი ქენონიანებში ვწერივარ, ველოდები, თან სული მიკაწკაწებს, ძაან თუ გასჭიმჭიანურეს ამათ, მანამდე ხომ არ ჩავბღუჯო ოლიკო ბიცოლა-თქო...
ჰოდა ეგრე. ეს ამდენი იმიტომა, რომა ერთი თემა კი ეკუთვნის ამ ახალ ციფრულ რეინჯფაინდერულ ჯეელებსა და გავხსნათ რაღა... და დავყაროთ ინფოები, ტესტები და თუ ვინმემ გაუბედეთ და იყიდეთ უკვე, თქვენი შეფასება-ჰაზრებიც არ დაამადლოთ ბოკესა.
იხარეთ და იმრავლეთ ამ გაგანია მაისში. ჩემკენ ცხელა, რა ვქნა.
ვიდი სწორედ რომ არ მომწონს სონიასი - ოლიკო მირჩევნია და რაც მეტად ემგვანება კლასიკურ ფოდიუსსა, ენგრეთი. იმედია ქენონი როგორც მინიმუმ G სერიის გარეგნობას შეინარჩუნებს...
CMOS Sensor იქნებ ვინმემ ამიხსნათ რას ნიშნავს მართალია თემასთან არააქ კავშირი მაგრამ მაინც!!!
ციფრული ფოტო-აპარატის მატრიცის ტიპია. არსებობს სულ ორი: CCD - charge-coupled device და CMOS - pronounced see-moss . ორივეს ფუნქციაა სინათლის ელექტრონებად გარდაქმნა. სავარაუდოდ, CMOS უმჯობესია, ვინაიდან ახალი SLR-ების უმეტესობა სულ ზემოაღნიშნული სენსორით გამოდის.
ციფრული ფოტო-აპარატის მატრიცის ტიპია. არსებობს სულ ორი: CCD - charge-coupled device და CMOS - pronounced see-moss . ორივეს ფუნქციაა სინათლის ელექტრონებად გარდაქმნა. სავარაუდოდ, CMOS უმჯობესია, ვინაიდან ახალი SLR-ების უმეტესობა სულ ზემოაღნიშნული სენსორით გამოდის.
ხარისხით CCD ჯობია, უბრალოდ CMOS წარმოება უფრო იაფი ჯდება. მაგალითისთვის Leica M9 და Hasselblad H4D ორივეს CCD მატრიცები აქვთ
მადლობა.
მაღალ ISO-ზე კი CMOS ჯობნის.
For those of us that are mostly shooting at night or in low light conditions, I found out that a CCD can be most noisy. At least, the CMOS does a better job at it. As I currently shoot with a Nikon D50 I am constantly in need of shooting at ISO 1600. Allthough one can get rid of the noise in Photoshop, I am of the impression that it is better to get straight out of the camera lower noise than to mess around with it in post-processing. From what I've seen and read on the net, the Canon's CMOS does a much better job than my Nikon's CCD. I was wondering, which sensor would you prefer on you camera, as I would definetely love to see a CMOS on my (future) Nikon.
ამ ტიპის კამერის ხიბლი არის დიდი მატრიცა ზომით პატარა ბოდიში და ეგრევე აზრს კარგავს თუ დიდი ზუმ ობიექტივები უყენია იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ცოტა უფრო პატარაა ოლიმპუსის ზოგ სარკულ კამერაზე რომელიც ამათზე უფრო მოსახერხებელი და იაფია. ასეთ კამერას აზრი აქვს პატარა ნორმალური ფიქს ლინზით 40-50 მმ ის ექვივალნტური რომ იყოს და დაიფრაგმაც 1.4 ან 1.7 ზე მეტი არაა სასურველი.
სიახლეებიც წამოვიდა! ქენონმა დააგდო G1 X, თითქმის APS-C ზომის მატრიცით (ეს თითქმის რაღა იყო, ვერ გავიგე მე ამათი ). ლინზა ჩადუღაბებულია, არ ეცვლება. ფასი G სერიის ტიპიურ ფარგლებში.
APS-C მატრიცა ახალი ტექნოლოგიით, ფუჯის თანახმად ბაიერის ბადეს რომ აბანძებს, ისეთი და ფულ-ფრეიმს უტოლდება ხარისხით (AA ფილტრი ამოღებულია საერთოდ). სამი ლინზით და მეტის დაპირებებით. ფასი იკბინება - 1700 მარტო ტანი. თუ ხარისხი მართლა ისეთია, როგორც ფუჯი იმუქრება, ფაქტიურად თანამედროვე კლასიკა შეუქმნიათ და მინდააააა!
კარგი რამე დადო ქენონმა G1 x ის სახით, მარა მე რაც ახალ G სერიაში მომწონდა ერთ-ერთი ის იყო, რომ მაკროს დაფოკუსება 1 სანტიმეტრიდან შეეძლო, ანუ დავიუშვად პატარა ყვავილებზე კაი კომპოზიციის აგება შეიძლებოდა ეს G1 X კიდე 20 სანტიმეტრიდან აფოკუსებს მინიმუმ, მართალია 112 მილიმეტრის ექვივალენტიდან, მაგრამ მაინც ცუდია მაკროსთვის...... და ყველაზე ძაან ზუსტად მაკროს ცუდი შედეგი არ მომწონს დიდი მატრიციან კომპაქტებში
სპეციფიური ტიპის ფოტოგრაფიისთვის სპეციფიური მონაცემების კამერა/ლინზებია გამოსავალი, რას იზამ. მაკროში განათებაც სხვა თემაა და სხვა პრიჩინდალები არსებობს.
ფუჯი სერიოზულ რამეებს დებს და მაგარია. დაველოდო ჯერ ტესტებს...
ქენონის კამერაც ჭკვიანური გათვლილია. არა მარტო ფასის სეგმენტში. ლინზის ცვლადობა და ტელევიკების მიყენება კუკუნა ტანზე ბევრს აფრთხობს: მაგას ისევ სლრ სჯობდეს იქნებო, რადგან კომპაქტურობა იკარგება და კონტროლის კუთხით სლრ მაინც სლრ-ია. ჰოდა, თუ ლინზამ გაამართლა ამ ახალი კამერის, ბესტსელერი იქნება. პორტრეტის დისტანციაზე შუქძალა 4-ზე რომ დაეჭირათ, ეგ დახატავდა.
მოკლედ, ველოდები რეალ ლაიფ ტესტებს და ამ ორიდან ერთს ვიყიდი. მჭირდება ერთობ კომპაქტი.
პირადად მინდა მეორე კამერა, რომელიც იქნება პატარა(მთაში რო ვატარო რთულ მარშუტებზე და ასევე ყოველდღე კურტკის ჯიბით) 1) პეიზაჟები უნდა გადაიღოს ნორმალური, (მაგ მხრივ გაშლილ კუთხეზე არაუშავთ კაი კომპაქტებს) 2) მაკრო ახლოდან ბუნებრივ განათებაზე (ახლოდან იმიტომ რომ 1.2 დიაფრაგმა არცერთს არ აქვთ ეხლა მაგა რო 50 სანტიმეტრიდან გადაიღო კენჭისტოლა რამე და ბლარი გაუკეთოს უკან)
მაგიტომ მეორე კამერად არ მაყობს დიდ მატრიციანი კომპაქტები და მაგიტო უნდა დავეძალო G9, G12 ს და მისნაირებს
კაი მაკრო ლინზა რო მივადგა ჩემ 20D ს ჯერ ერთი ეგრე 500$ მაინც უნდა რამე ნორმალურს და მეორეც ისეთ ექსტრემალურ პიროებში მიწევს ხოლმე აპარატის ხმარება, მაჯის საათივით უნდა გქონდეს მორგებული იქ. ბალაყანა რამეს ვერ ვათრევ.. ხან ჯიბიდან უნდა ისროლო კადრი და ხან ფეხის თითებით დააჭირო გადასაღებ ღილაკს
მოკლედ მივმართავ აპარატების მწარმოებლებს: გამოუშვით რამე ულტრაკომპაქტ ან კომპაქტ კამერა მინიმუმ 3/4 მატრიცით და კარგი მაკრო მაჩვენებლIთ და ერთ ცალს მე ვიღებ უეჭველი! თუ არადა ვივლი ისევ შევარდნაძის დროინდელი IXUS 60 ით (გალერეაში 99% მაგით მაქვს გადაღებული, 20D მაჩუქეს ეხლა, მარა დრაივერი ვერ ვიშოვე და სურათები ვერ გადამქვს კომპში )
ფუჯის კაი ის აქვს რო სამივე ობიექტივი ფიქსირებული ფოკუსური მანძილითაა და არამგონია ქენონმა რო სულ L ის ლინზები ჩასვას ობიექტივში ზუმზე იგივე შედეგი მიიღოს
აი ერთი ობიექტივი რო დაედო კიდე ფუჯის რამე 85 F/1.4 იფ იფ..... მარა სად აქვთ მაგდენი ტვინი მოგი###ნთ მარკეტინგი :/
ოქროს შუალდი ამუ ყველაფერში ოპტიმალური კომპრომისი რო გააკეთო
მაგალითად სიმსუბუქე და კაი ხარისხი თავსბადია ამ ტიპის კამერებშიც, Gზეც შეიძლება იგივეითქვას დღის განათებაზე და LUMIXის LX სერიაზეც....
მაკროს და პეიზაჯებს რაც შეეხება, წესით მაკრო ობიექტივი ახლო დაფოკუსებაზეა გათვლილი და მანდ აქვს ხარისხი კონცენტრირებული, მარა რევიუებო რო ვნახე ბევრი მაკრო ობიექტივია, რომელიც უსასრულობაზეც მაგარ შედეგს იძლევა
ფუჯის X-პრო 1 იქნება კამერა, რომელიც თუ მატრიცის და პროცესორის კომბინაციით დადებს ადექვატურ პროფესიონალურ სტანდარტს, დაიკავებს იმ ნიშას, ძალიან საინტერესოდაა გათვლილი, კერძოდ ლაიკა M9 ტიპის კამერა მაგრამ მის 1/3 - 1/4 ფასში. თავისი კლიენტურა ეყოლება ამ სისტემას (ყურადღებით! სისტემას აკეთებს მთლიანს - ახალი ტანი, ბაიონეტი, ლინზების სერია, ფლეში და ა.შ.) და ძალიან სერიოზულიც. მთავარია ხარისხი აღმოჩნდეს ბომბასტიკ-ფანტასტიკი.
უკვე გამოჟონა ფუჯისგან, რომ უფრო მჩატე და მომცრო, მაგრამ გულად ბიჭებს ამზადებს გამოსაშვებად. ვარაუდობენ, რომ X100-ის ახალ ვერსიას ვიხილავთ მალე (დავარქვათ X200): ახალი მატრიცით (X-Pრო1-ისგან), გამოსწორებული ფანდურობებით, კვლავაც ფიქსირებული ფართე ლინზით და ფასით 1000 მწვანის საზღვარზე.
ასე, რომ ბუდუტ ი სტიხი, ი მატემაწიკა.
პ.ს. ბუმბულივით მჩატე, 1Dს-ის ხარისხით და კიდო წყალქვეშაც რომ იღებდეს, ეგეთი მგონი ნასა-ში არ აქვთ ჯერ.