BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
5 გვერდი < 1 2 3 4 > »  
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> "ჩამო!-კვეთილი" -- მოგზაურობა ქართულ მიწაზე, დაგვიანებული რეპორტაჟი ტაო-კლარჯეთიდან

| |
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 13 2006, 19:04
#31 
Unregistered





როგორც იქნა ავად თუ კარგად, რაც მთავარია მშვიდობიანად გადავაგორეთ ის ღამე.

ართვინში რასაკვირველია სასტუმრო ვერ ვიშოვეთ და დილაადრიან არტანუჯში ავაღწიეთ.
იქ სასტუმრო ცოტა სხვა რამე ეგონათ მგონიbiggrin.gif, თან უკვე გათენებული იყო და აზრიც აღარ ჰქონდა დაბინავებას.

ერთადერთი რაც ამდენ ხანს გვაკლდა, ანუ საპირფარეშო, მალევე მოვიძიეთ biggrin.gif
დისკრიმინაცია პერვავა სორტა. ქალების ტუალეტი მინიმუმ 2-ჯერ პატარა იყო კაცების დაწესებულებაზე mad.gif თანაც დაუსუფთავებელი mad.gif და თანაც ძვირი mad.gif

ეს "დაწესებულება" მგონი არავის გადაუღია.



შემდეგ იწვიმა.
გიდმა იმედი გადაგვიწურა, ვერცერთ ადგილას ვერ მივალთ ისეთი საშიში გზებიაო.
მის ნაცნობ მარშრუტკის მძღოლებს მაინც დავურეკეთ, იმათაც იგივე გვითხრეს.
ნახევრად მძინარეები და საგონებელში ჩავარდნილები გოდერძი შარაშიამ გამოგვაფხიზლა. )მას თავისი გასაჭირი ეგდა, 5 ძეგლი ჰქონდა მარტო ფილმისთვის გადაღებული, ისიც ნახევრად დამჯდარი "ბრაკი" ელემენტებით)
კითხვა მოკლედ და კონკრეტულად დასვა - გავრისკოთ, თუ არაო?

ჰოდა გავრისკეთ, და კიდევ კარგიsmile.gif
არტანუჯს როგორც კი გავცდით, აღმოჩნდა რომ ქალაქს გარეთ მთელი ღამე წვეთი წვიმაც კი არ ჩამოვარდნილიყო. და დანიშნულების ყველა წერტილში უსაფრთხოდ და მშრალი ფეხსაცმლით მივედით rolleyes.gif
(შიშის ერთადერთი მიზეზი თურქი მძღოლების "თამამი" სიარული იყო ბილიკისხელა გზებზე ohmy.gif )
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 13 2006, 19:17
#32 
Unregistered





პირველი დოლისყანა მოვინახულეთ.

user posted image
Added @

ესეც ფრაგმენტები დოლისყანის კედლებიდან.
user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 14 2006, 11:57
#33 
Unregistered





ესეც ჩვენი ნაცნობი დოლისყანელი ბავშვები:
user posted image
Added @
user posted image
wub.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 14 2006, 12:12
#34 
Unregistered





შემდეგ იყო ხანძთა

უდაბნოების გავლით უეცრად აღმოვჩნით აი ასეთ ადგილას:
user posted image
Added @
თითქმის აღარაფერია დარჩენილი. საშიშიც კია ტაძარში შესვლა, არ ჩამოინგრეს smile_053.gif
user posted image
Added @
ესეც ფრაგმენტები:
user posted image
Added @

აქ რომ არ გველოცა, როგორ შეიძლებოდა
user posted image

თუმცა ღამენათევებს საშინლად გვეძინებოდა, და რის აღქმასაც დაღლილობისგან ვეღარ ვახერხებდით, ფოტოაპარატით ვიმახსოვრებდით biggrin.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 14 2006, 12:27
#35 
Unregistered





ეს ადგილი ცივილიზაციისაგან ისეა მოწყვეტილი, სოფელში რომ რამდენიმე მოხუცი დავინახეთ, ფრიად გაგვიკვირდა blink.gif

ეს კაცი განსაკუთრებით მოგვეწონა თავისი სპილენძის თუნგებით wub.gif მაგრამ ბევრი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, არაფრით არ გაიმეტა გასაყიდად unsure.gif
user posted image
Added @
user posted image
Added @

ესეც ხანძთის ყვავილები wub.gif
user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 14 2006, 12:38
#36 
Unregistered





შემდეგ წავედით ოპიზაში.

თუმცა იქ სანახავი აღარც არაფერი იყო smile_053.gif
გზის გასაყვანად აფეთქებული საკურთხეველი და საფლავებიდან ამოყრილი წინაპართა ძვლები.......

user posted image
Added @
ნელნელა ფოტოების რაოდენობა იკლებს, რადგან ფირები, თავისუფალი მეგაბაიტები და დატენილი ელემენტები შემოგვაკლდა.

ეს სწორედ ის აფეთქებული საკურთხეველია, მხოლოდ იმიტომ , რომ ერთ მოსახლეს სახლამდე მოკლე გზით ევლო......
user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 14 2006, 12:49
#37 
Unregistered






შატბერდზე ამბობდნენ, ყველა დანარჩენ ტაძართან შედარებით, დასასვენებელი ადგილიაო.

მართლაც ულამაზესი ადგილი იყო rolleyes.gif კარგახანსაც შევრჩით იქ smile.gif
user posted image
Added @
user posted image
Added @

ანა როგორც ყოველთვის ყველაზე სახიფათო ადგილებზე გასვლას არჩევდა biggrin.gif
user posted image
Added @

ეს ის ხალხია, ვინც შატბერდს (თურქულად ენირაბათ-ს) მეტნაკლებად უვლის.
user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 14 2006, 13:18
#38 
Unregistered






დღის ბოლოს ისევ ქალაქ არტანუჯში დავბრუნდით და არტანუჯის ციხისკენ ავუყევით ბილიკს.

ესეც არტანუჯი და ხედები არტანუჯიდან
(თუმცა თვალით ნანახს ეს კადრები სულ ოდნავ თუ ასახავს)
user posted image
Added @

პ.ს. დამავიწყდა მეთქვა, შომის კადრებიაsmile.gif

user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 14 2006, 13:29
#39 
Unregistered





user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 14 2006, 13:56
#40 
Unregistered





არტანუჯელ ბავშვებს კი უკვე იცნობთ smile.gif
user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 14 2006, 14:50
#41 
Unregistered





ის ღამე ხოფაში გავათიეთ.
სხვათა შორის მშვენიერი სასტუმრო იყო 20 ლირად (25 ლარამდეა).
აი ამიტომ ვერ ქაჩავს საქართველო ტურიზმში huh.gif
ფასები გვაქვს ევროსტანდარტი, მომსახურება.......... ohmy.gif

კაი განვაგრძოთ.
შემდეგი, ანუ ბოლო დღე ქალაქ მურღულს დავუთმეთ.
ბოლოსდაბოლოს მურღულიების მთელი გვარი იყო წამოსული და ხომ უნდ ენახათ თავიანთი ქალაქი smile.gif

ჰოდა ჩავედით მურღულშიsmile.gif
აღმოჩნდა ერთი ციცქნა, მაგრამ ძალიან ცივილიზებული ქალაქი. სულ ერთი ქუჩა იყო, მაგრამ ამ ქუჩაზე საჩაიეც იყო, და ინტერნეტკაფეც, და ყველანაირი ტექნიკის მაღაზია......
(ეეეეეჰჰჰჰჰჰჰ............... ყველა ჩვენ როგორ გვჯობია smile_053.gif )

მოკლედ, რეპორტაჟი:
user posted image
Added @

ბაგრატიონის ბოთლი იმედია შენიშნეთ მაღაზიის ვიტრინაშიsmile_116.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 14 2006, 15:04
#42 
Unregistered





მთავარი ისაა, რომ ამ ქალაქში გაცილებით მეტი ქართველი იყო, ვიდრე სხვაგან, სადაც მანამდე ვიყავით.

ქართულიც გადასარევად იცოდნენ, სახეებიც ნამდვილი ქართული ჰქონდათ (მართალია შომი კი მიმტკიცებდა ქართული სახე არ არსებობსო biggrin.gif). თავიანთი ქართული გვარებიც ახსოვდათ და ისტორიაც....

user posted image


Added @


ესენი სულ ქართველები არიან.
მარცხნივ ჩოლოყაშვილი (ჩოლოყ-ოღლი), მარჯვნივ ჩხაიძე.
დანარჩენი ორის გვარები არ მახსოვს.
user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 14 2006, 15:39
#43 
Unregistered





ამ კოლაჟზე უბრალოდ იხალისეთ.
არაფრით არ უნდოდა ამ ბაბუას იმ ყბამონგრეულთან ერთად ჩაკარტოჩკება biggrin.gif
user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 14 2006, 16:01
#44 
Unregistered





ისევ მურღულელები:
user posted image
Added @
და მურღულთან ახლოს თამარის მეფის ხიდი (მგონი ეს იყო, ზუსტად ვერ დავადგინეთ)

და ჭია, რომელსაც ყველანი ვუღებდით biggrin.gif
user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 14 2006, 16:31
#45 
Unregistered





ეს ისევ ხოფა და ჩვენი სასტუმრო, გამომგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე.......

და სარფის საბაჟოელი ბიჭუნა, რომელიც ბევრად უარესად მოგვექცა, ვიდრე თურქი მესაზღვრეები.................. sad.gif
user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 14 2006, 16:46
#46 
Unregistered





როგორც იქნა გადმოვლახეთ სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, წვიმაში 5 დაუჯდომლად საათი ყურყუტისა და ჩხუბის შემდეგ, კიდევ კარგი ცვლის უფროსი ადამიანი აღმოჩნდა და ჩვენი ავტობუსი შედარებით ადრე, სულ რაღაც 5 საათში გამოატარა ურიგოდ....

მოკლედ, მოშიებულები და გაყინულები, დარჩენილი ლარების ამარა ბათუმის რესტორანში შევცვივდით ხაჭაპურის საჭმელად biggrin.gif

ცოტა კი აღშფოთდნენ მეპატრონეები ამდენი ხალხი რომ დაგვინახეს, თანაც ცოტა ფულის გადახდის პერსპექტივით, მაგრამ ბოლოს ხელი ჩაიქნიეს და მშვენივრადაც გაგვიმასპინძლდნენ biggrin.gif

ჩვენც ვეცადეთ ერთად მოგზაურობის ბოლო საათები რაც შეიძლება ხალისიანად გაგვეტარებინა, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, ვიჭიდავეთ (! biggrin.gif), თავზე დავიმხეთ ყველაფერი, მერე ერთიც ერთობილივი ფოტო ჩავაკარტოჩკეთ და......

user posted image

თბილისში დილის 7 საათზე ჩამოვედით......


ასე დამთავრდა ჩვენი ტკბილი და გემრიელი მოგზაურობა ტკბილს და მურაბა ხალხთან ერთად wub.gif
ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქილი აქა..... smile.gif
მომავალ შეხვედრამდეsmile.gif




პ.ს. ვისაც კიდევ აქვს ფოტოები, კიდევ დაამატეთ შესაბამისი კომენტარითურთ. ოღონდ ძალიან ნუ გადატვირთავთ.
პ.პ.ს. თუ რაიმე მიზეზით გადაწყდება რომ გარკვეული დროსი შემდეგ ეს თემა უნდა დაარქივდეს ან წაიშალოს, ძალიან გთხოვთ გამაფრთხილეთ, აქ ატვირთული ფოტოების რომ გადავიტანო სხვაგან.
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Iki Bazadze
post Sep 14 2006, 17:04
#47 

Photographer Photographer
5,984


საღოლ მაგარი ფოტოებია განსაკუთრებით პორტრეტები smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 14 2006, 17:06
#48 
Unregistered





Iki Bazadze,
ამბავიც წაიკითხე, ამბავიც smile_116.gif

ისე აქ უმეტესობა ჩემი ფოტოებია და ზოგიერთი შომის, არადა მე ყველაზე ცოტა გადავიღე, შომმა და არჩიგიომ რამდენი გიგაბაიტი გაავსეს, ყველზე მწარედ შომის ლეპტოპს ემახსოვრება biggrin.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Guka_David Gilmour
post Sep 14 2006, 17:09
#49 

Amateur+ Amateur+
880


wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
be_qa
post Sep 14 2006, 17:09
#50 
be_qa

Amateur Amateur
30,001


ძალიან მაგარია! მეც მინდოდა, ცუდ დროს ვერ მოვიცალეsad.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Bako
post Sep 14 2006, 17:12
#51 

NewBie NewBie
338


e.k.a.t.e.r.i.n.a,
ძალიან მაგარი სურათებია,
archigio-ს წინასიტყვაობაზე, ხომ საერთოდ ცრემლი მომადგა smile_053.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nachkebia
post Sep 14 2006, 17:37
#52 

Master Master
13,119


აი ეს არის რეპორტაჟი!!!!!
ეკატერინე რულავს!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 14 2006, 17:40
#53 
Unregistered





nachkebia,
rolleyes.gif 3 თვე ........
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Ever Dream
post Sep 14 2006, 17:41
#54 

Amateur Amateur
8,857


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif archigio-ს პროლოგმა დახურაა, მართლა მაგარი იყო, ისე აღწერა ყველაფერი სურათების გარეშე წარმოვიდგინეე biggrin.gif
და მერე ეკატერინას ფოტოები ..
ძალიან მომეწონა, დიდი სიამოვნებით წავიდოდი ტაოში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მაგრები ხართ!!

პ.ს. მართალია ყველა ფოტო ვერ გახსნა ბოლომდე მარა რაც გახსნა, მაგარია!! biggrin.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nachkebia
post Sep 14 2006, 17:44
#55 

Master Master
13,119


3 თვე რა შუაშია, ერთი ორი ფოტო მაინც არის ისეთი რო მოგეწონება biggrin.gif biggrin.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 14 2006, 17:45
#56 
Unregistered





ფოტოები ატვირთულია უცხოურ საიტზე, რადგან ბოკეზე ატვირთვის ფუნქცია გაუქმებულია, ამიტომაც ნელა იხსნება, დაარეფრეშეთ რამდენჯერმე და ყველა გაიხსნება.
Added @
nachkebia,
:მწარე სმაილიკი: biggrin.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Magda Darbaidze
post Sep 14 2006, 18:12
#57 

Amateur Amateur
4,047


nachkebia,
რულავს რომელია!

e.k.a.t.e.r.i.n.a,

უმაგრესია საღოლ ძალიან მაგარი რეპორტაჯია და ფოტოები სათითაოდ ხომ საერთოდ !!!
wub.gif wub.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
mariami
post Sep 14 2006, 18:14
#58 

Photographer Photographer
4,352


ძაან ძაან მაგარი რეპორტაჟია smile_015.gif ,
ყოჩაღ თქვენ!!! smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
giako
post Sep 14 2006, 18:25
#59 

Amateur Amateur
2,239


თავიდან ბოლომდე წავიკითხე და გაოგნებული დავრჩი. "ტანში ჟრუანტელი მივლისო"... სიმღერაში რომაა ეგრე ახლა ჩემი საქმე. მართლაც რომ დამბურძგლა. თანაც ეს ყველაფერი ლაზური მელოდიის ფონზე.
ისტორიული კადრებია და რა დასანანია რომ ეს ყველაფერი მუსულმანების გასაჯეგად და დასანგრევად დავთმეთ. თან ჩავდივართ და სანთლის ანთების უფლებასაც არ გვაძლევენ. აქ ყველა მაძუნდარას: იეღოველს, 50-იანელს, 60-ნელს და 70-იანელს (და კიდევ ათასს ჭირს და უბედურებას) გავუღეთ კარი. ფუი ჩვენს ქართველობას! smile_053.gif smile_053.gif smile_053.gif (რა თქმა უნდა ყველას არა ნუ მათ შორის მეც biggrin.gif )
იმედია ოდესმე მომეცემა იმის საშუალება, რომ მოვილოცო ეს წმინდა ადგილები.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 14 2006, 18:34
#60 
Unregistered





giako,
აუცილებლად უნდა წახვიდეთ იქ. მე არ ველოდი თუ ასე მომეწონებოდა. ვაღიარებ, რომ კაპადოკიაში მინდოდა წასვლა და რაკი იქ ვერ წავედი, ამიტომ ტაო-კლარჯეთი გადავწყვიტე. თუმცა ნანახმა მართლა გადააჭარბა წარმოდგენილს.

მართლა გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს იტორია საქართველოს საზღვრებს გარეთაა დარჩენილი უპატრონოდ და უმეთვალყურეოდ, საბერძნეთში, ისრაელში, თუ თურქეთში........
(თუმცა საქართველოს ფარგლებს შიგნით რაცაა, ისიც თავზე გვენგრევა და მათი გადარჩენის ნაცვლად სახელდახელო ეკლესიებს ვაგებთ ინდულგენციებივით (ღმერთო მაპატიე...))
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 28th April 2024 - 04:14

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'