BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> დიმიტრი ყიფიანი, საქართველოს დამსახურებული არტისტი

| |
Leonsio
post Oct 26 2007, 14:59
#1 

Amateur+ Amateur+
5,652


ბიოგრაფია: დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1897 წლის 3 იანვარს. ბორჯომსა და ხაშურს შორის მდებარე სოფელ ტეზერში (თავის მამულში), შემდეგ გიმნაზია, პირველი მსოფლიო ომის დროს სრულებით ახალგაზრდა ცოტა ხანს იყო კავკასიელი თავადაზნაურობისგან შემდგარ ცხენოსან (კავალერია) დივიზიაში, შემდეგ 1917 წლის რევოლუციის შედეგად მის ოჯახს - ისევე როგორც მთელ თავადაზნაურობას ჩამოერთვა მამულებიც და "კარგი ცხოვრება" , რის შემდეგ უკვე 1924 წელს სრულებით შემთხვევით მოხვდა კინოში: რეჟისორი ივანე პერესტიანი იღებდა გიორგი წერეთლის "პირველი ნაბიჯის" მიხედვით ფილმს სახელად "სამი სიცოცხლე" და ეძებდა პერსონაჟს ერემია წარბას როლისათვის და თბილისის ცირკში ერთ-ერთი წარმოდგენის დროს მაყურებლებში შეამჩნია (ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი) დიმიტრი ყიფიანი და შესთავაზა დასახელებული პერსონაჟის განსახიერება, რაზედაც დიმიტრი დათანხმდა. აქედან იწყება მისი მსახიობობა და ქართული 20-იანი წლების კინოში (ფაქტიურად ქართული კინოს დაბადება) დიმიტრი ყიფიანი ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახდა (ნატო ვაჩნაძესთან, კოტე მიქაბერიძესთან, მიხეილ გელოვანთან, ცეცილია წუწუნავასთან და სხვებთან ერთად). ქართული კინოს გარდა, დიმიტრი ყიფიანს იღებდნენ უკრაინის, აზერბაიჯანის და სომხეთის კინოსტუდიებიც.
30-იან წლებში ბერიას რეპრესიების დროს საკმაო ხნით მოცილდა კინოს და ცხოვრობდა რუსეთში. აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა სამუშაოს ეწეოდა - ასწავლიდა ცხენოსნობას, ქართულ ცეკვას, მეორე მსოფლიო ომის დროს იყო საბჭოთა ცხენოსან ჯარშიც (უფროსი ლეიტენანტი), შემდეგ სამხედრო ფოტოკორესპონდენტიც.
შემდეგ უკვე ხანში შესულს ისევ იღებდნენ კინოში, მაგრამ უკვე ეპიზოდებში. თავისი სიცოცხლის მანძილზე კომუნისტურ პარტიაში არ შესულა, რის გამოც მხოლოდ დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს.
გარდაიცვალა 1979 წელს. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

p.s. აქვე დავამატებ რომ დიმიტრი ყიფიანი გახლავთ ჩვენი თანაფორუმელის ლევანი ყიფიანის ბაბუა.smile.gif

______________________________________________________________________



კადრები კინოფილმიდან "სამი სიცოცხლე"

1. ერემია წარბა (დიმიტრი ყიფიანი)

user posted image

2.ერემია წარბა კლავს ესმას (ნატო ვაჩნაძე)

user posted image

3. ერემია წარბა (დიმიტრი ყიფიანი) ამხანაგებთან ერთად.

user posted image
______________________________________________________________________


კადრები კინოფილმიდან "დიდოსტატის მარჯვენა"

1. გადასაღებ მოედანზე (შუაში დიმიტრი ყიფიანი, მარჯვნივ აკაკი ვასაძე)

user posted image

2. მარცხნიდან: ჯუანშერ ჯურხაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, დიმიტრი ყიფიანი, აკაკი ვასაძე.

user posted image

3. მონადირეთუხუცესი (დიმიტრი ყიფიანი)

user posted image
______________________________________________________________________


კადრები კინოფილმიდან "ვედრება"

1. გადასაღებ მოედანზე (თენგის აბულაძე)

user posted image
user posted image

2. გადასაღებ მოედანზე. კადრში მარცხნივ სერგო ყიფიანი (ლევან ყიაფიანის მამა)

user posted image

3. ჩვენგან მარცხნივ სპარტაკ ბაღაშვილი და მარჯვნივ სერგო ყიფიანი (ლევან ყიფიანის მამა)

user posted image



 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
Leonsio   დიმიტრი ყიფიანი   Oct 26 2007, 14:59
Leonsio   კადრები კინოფილმიდან "რაც გინახავს ...   Oct 26 2007, 15:19
Levan Kipiani   დიდი მადლობა leonsio-ს თემისთვის და lama-ს დას...   Oct 26 2007, 16:04
Iki Bazadze   რა მაგარი ხალხია :D   Oct 26 2007, 16:15
MAMONT   ძაან გამიხარდა ეს თემა :) იდეაში მე უნდ...   Oct 26 2007, 17:32
TATI   http://123.ge/uploads/1/namdvili%20kavkasi...hobs%20sakutar% რა კარგია :D "ე...   Oct 26 2007, 17:59
Anna Sulaberidze   ვა :D   Oct 26 2007, 21:30
Guja   აი თქვენი ჭირიმე!!!!!!!!!!!...   Oct 28 2007, 01:08
Guja   რა მაინტერესებს იცით? ჩერჩეტ ფოტოებზ...   Oct 28 2007, 12:24
Liza Niniashvili   ლევან, ლამა, ლეონ გაიხარეთ !!!!!!...   Oct 28 2007, 12:27
Peso   Guja იმიტომ რომ უმეტესობა დღევანდელი დღ...   Oct 28 2007, 12:41
Tamri   რა კარგები ხართ!! :bravo: რაც უფრო გად...   Oct 28 2007, 13:15
Guja   Levan Kipiani, ლევან, არ არსებობს ვარიანტი კაი...   Oct 28 2007, 13:24
MAMONT   Guja, კი კი აქვს :) მე მომიყვა რამოდენიმე მ...   Oct 28 2007, 15:22
Nata   peso დღევანდელი დღით წარსულის პატივისც...   Oct 28 2007, 15:47
Nikusha23   მე მყავს ბებია ყიფიანი, რიგაში ცხოვრო...   Oct 28 2007, 15:54
be_qa   კარგი კადრებია :)   Oct 28 2007, 15:54
_Anano_   დიდი მადლობა ლეონსიოს, ლამას და რა თქმ...   Oct 28 2007, 15:56
domino   ფანტასტიური კადრებია!!! შესანიშნ...   Oct 28 2007, 21:43
iato   იფიფ რა გემრიელი მასალაა ეს :D   Oct 28 2007, 21:47
ekaterine77   ძალიან საინტერესო თემაა გახსნილი ამ ...   Oct 28 2007, 21:56
kipiani   ძალიან საინტერესოა :) :bravo: Added @ [mergetime]1193594494 ...   Oct 28 2007, 22:00
Peso   Nata მადლობა განმარტებისათვის:) მე მთავ...   Oct 28 2007, 23:16
Irakli Medoshvili   აი, ეს უკვე ძალიან კარგიაააა... :)   Oct 29 2007, 12:12
Traveler   :bravo:   Oct 29 2007, 12:23
Sikvdila   ძალიან მაგარი ფოტოებია. მაგარი საქმე ...   Oct 29 2007, 12:29
tavadi   მეამაყება ქართველი რომ ვარ :) კარგია, კ...   Oct 29 2007, 12:32
etushki   აუ რა მაგარია, ძალიან ვისიამოვნე   Oct 29 2007, 12:54
Linda   მშვენიერია! ძალიან შთამდეჭდავი ფოტ...   Oct 30 2007, 17:21
Roma   მალადცი რებიატა! ძალიან ვისიამოვნე...   Oct 30 2007, 17:28
nusa   ძალიან საინტერსო თემაა! მიყვარს ძვე...   Oct 30 2007, 17:37
DIKARKA   ვააააააა!! აი ძალიან ძალიან მაგარი...   Oct 30 2007, 17:39
Ninukala   ვაუ.. რა მაგარია.... მადლობა სამივეს, გან...   Oct 30 2007, 17:49
tatiaa   ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან, მე თ...   Oct 30 2007, 20:17
paatavar   მაგრა ვისიამოვნე კაია   Nov 1 2007, 00:45
chamoxeuli bilbordebi   უსერიოზულესი თემაა   Nov 1 2007, 00:51
Maxo   ვაჰ დრონი-დრონი... მოვიგონოთ მაინც სან...   Nov 1 2007, 00:54
Giorgi Janibegashvili   ძალიან საინტერესო და კარგი სურათები ...   Nov 1 2007, 01:20
N67   გაიხარეთ თემის და იდეის ავტორებმა :) მ...   Nov 5 2007, 11:19
kikimara   ლეონსიო ძალიან საინტერესო და კარგი ს...   Nov 6 2007, 04:17
nini   ვაა კადრებზე გავგიჟდიი ნეტა ფოტოგრაფ...   Nov 6 2007, 09:00
chalata   აღფრთოვანებული ვარ!!!!!   Nov 6 2007, 23:45
heroine   მაგრად ვისიამოვნე,,,ასეთი კარგი თემებ...   Nov 6 2007, 23:45
chalata   აღფრთოვანებული ვარ!!!!!   Nov 6 2007, 23:45
Goderdzi Makharashvili   ბრავო!!!   Nov 7 2007, 00:04
jonathan   ვააააა, რა მაგარი რამეა, კაცოოოოო........ ს...   Nov 12 2007, 14:38
Irakli Khoferia   ძალიან საინტერესოა :bravo:   Dec 5 2007, 23:57
Sophia87   !!!!!!!!! ძალიან კარგია :) ვის...   Dec 8 2007, 17:16
nicalagua   ეხ... რა სერვერზეა ატვირთული ესენი ? ვერ...   Dec 13 2007, 21:04
LEO   ბრავო!!!!!!!!!!!!!!   Apr 3 2008, 21:35
NaNN   !!!!!!! უსიტყვოდ   Apr 4 2008, 14:48
Nikala   !!!   Apr 4 2008, 20:19
ysu1   ეს ფოტოები გაბნეული მარგალიტებია დი...   Apr 7 2008, 14:18
Levan Sikharulidze   ვაახ ეს თემა არ ვიცოდი ე... საღოლ ბიჭებ...   Apr 7 2008, 14:45
tandila   ვისამოვნე მაგრად!   Apr 9 2008, 13:08
soso lipartia   გაიხარე ლევან. ძაან საინტერესოა.   Jun 7 2008, 13:45
dathuna   მადლობა თქვენ ძალიან მაგარი თემაა   Jun 8 2008, 10:07
Sofo Uznadze   ეხლა ვნახე ეს თემა.. ძალიან მაგარი ხარ...   Jun 8 2008, 10:54
infinitika   :bravo: :bravo: :bravo: :bravo: :bravo: :bravo: :bravo:   Feb 16 2010, 01:17
DaNi   შესანიშნავია, ახლა ვნახე.   Feb 16 2010, 14:05


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 28th April 2024 - 19:14

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'