ბილ ბრანდტი _ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი. დაიბადა 1904 წელს ჰამბურგში, გერმანიაში. მამა ბრიტანელი ყავდა, დედა კი გერმანელი. ბავშვობამ და სიყრმემ პირველი მსოფლიო ომის ფონზე ჩაიარა. ომის შემდეგ ტუბერკულოზი დაემართა და თითქმის მთელი ახალგაზრდობა სანატორიუმებში გაატარა. ეზრა პაუნდთან გაცნობამ იგი მან რეიმდე მიიყვანა. 1930 წელს მისი ასისტენტი გახდა პარიზის სტუდიაში. 1933 წელს ბრანდტი ლონდონში გადავიდა და ბრიტანული საზოგადოების ასახვას მიჰყო ხელი. თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთთან. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მისი ყურადღების ფოკუსში მოექცა თითქმის ყველაფერი, რასაც მისი თვალი ხედავდა. თუმცა მის ნამუშევრებში ამ დროისათვის მაინც პორტრეტები და პეიზაჟები ჭარბობდა. 1945 წლიდან ნუდით დაინტერესდა. საბოლოო ჯამში ბილ ბრანდტი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება ბრიტანეთის ფოტოგრაფიულ წრეებში. იგი 1983 წლის 20 დეკემბერს გარდაიცვალა. Added @
Levan Sikharulidze, ჰაჰა, ეხლა მივხვდი რომელ ფოტოშიც "მოიპარე" მისი რაკურსი.. და მე რომ მაგ შენი ფოტოდან ვცდილობდი მერე იგივე რაკურსის "მოპარვას" როგორ ვერ მივხვდი რომ შენ კი არა, ბრადნტს ვპარავდი
gingery, სამაგიეროდ ეხლა შარლოტ გინზბურგის კლიპს აღმოგაჩენინებ, რომელიც ბრანდტის ფოტოების მიხედვითაა გადაღებული
არ მახსოვს... რომელი, ერთად რო წავედით გადასაღებად და ერთ ეზოში რომ არ შემიშვი, სიხარულიძისააო? სიხარულიძე, კაი შეგიკურთხე მაშინ გულში, შევედი კიდეც, მაგრამ ფოტო არ გამომივიდა
ვუხახახახახახახა ლოოოოოოოოოოოლ ესეიგი როგორი მესაკუთრე ვყოფილვარ და არ ვიცოდი ოღონდ ნახევარი საკUტრება ნაქურდალი მაქვს
რა შემიკურთხე პირიქით იქით შეგიკურთხე ის ეზო მგიტომაც ვერ გადაიღე ვერაფერი ლოოოლ და ისე რომელ ეზოზეა სუბარი ეს იქ მეიდანზე? თუ ეგ არის მანდ წესიერი ფოტო არც მე გმომივიდ მინცდამინც ლოოლ
შეიძლება, tch, მაგრამ მაგის მიზეზი კიდევ სხვა რამეც შეიძლება იყოს, აღქმის ფსიქოლოგიაში ცნობილი ფაქტია ალტერნატიული გზა: მარტო ერთი ჩამოთვალიერებით ნუ შემოიფარგლებით, სურათებს რამდენჯერმე აუყევით და ჩამოუყევით ხოლმე, სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა წერტილამდე