დაახლოებით 600 დან 700 ლარამდე რომელ ფოტო აპარატს მირჩევთ რატო და რა ფასად.. და ვისაც გამოუწერია თუნდაც ამაზონიდან ან ებაიდან მითხარით რამდენად სანდოა გამოწერა და ზუსტად თუ თუ ჩამოდის რაც ინფორმაციაში უწერიათ.. ეხლა ვნახე ებაიზე დ60 დ3000 და დ3100 ნიკონი და კაი აპარატებია ? უბრალოდ სამოყვარულო დონეზე მჭირდება ... დიდი მადლობა წინასწარ
ახალი უნდა ივყიდო და სადღაც 780 ქენონი გირს და სადღაც 840 ნიკონი ფასში დიდი განსხვავება არაა თუ მართლა ნიკონი ჯობს ნიკონს ვიყიდი. ცოტა სხვების რჩევებსაც გავითვალისწინებ
საწყისი დონის სარკიან ფოტოაპარატებში canon 650d კარგია, თან digic 5 პროცესორი აქვს. თუ კიტ ობიექტივით აპირებ ყიდვას მაშინ 18-135 აირჩიე
ეგრე დაწვრილებით რა ვიცი ამ აპარატების ტერმინებში ვერ ვერკვევი... სახლისთვის მინდა და კიდევ ლაშქრობებში ბუნებას რო ვუჩხაკუნო ..ნამდვილად პროფესიონალი არ ვარ მაგის და სამაგისოდაც არ მჭირდება.
გამარჯობა, კარგ რჩევას მოგცემ შეიძინო ეს კამერა Canon EOS 1100D http://zoomer.ge/index.php?cid=35&act=view&id=324 მაღაზია ზუმერში არის ყველაზე კარგ ფასად 775-ლარი რაც მოყვება ობიექტივი 18-55mm სრულიად დამაკმაყოფილებელია დამწყებ მოყვარულისთვის. მსუბუქი კამერაა,სარკისებურია,12 მეგაპიქსელი,დამტენვადი ბატარეა,SD-ჩიპები (მეხსიერება) მიდის ყველაზე იაფიანებიც,ვიდეოსაც იღებს HD ში, გამძლე კამერაა,ძალიან ადვილი მენიუ აქვს( ანუ მართავ ადვილად-რთულია არაფერია) და რაც მთავარია მომავალში თუ გექნება სურვილი და ფინანსები შეგიძლია ახალი სხვადასხვა სახეობის ობიექტივები იყიდო და დაუყენო. გისურვებ წარმატებებს შეძენაში !
18-55 ობიექტივი დამწყებისთვისაც არ ივარგებს. ნორმალური ფერები რომ მიიღო რედაქტორში უნდა აკორექტირო და დრო კარგო. ქენონის კიტებიდან მხოლოდ 18-135 ქაჩავს და ისიც სამოყვარულო დონეზე
გამარჯობა, კარგ რჩევას მოგცემ შეიძინო ეს კამერა Canon EOS 1100D http://zoomer.ge/index.php?cid=35&act=view&id=324 მაღაზია ზუმერში არის ყველაზე კარგ ფასად 775-ლარი რაც მოყვება ობიექტივი 18-55mm სრულიად დამაკმაყოფილებელია დამწყებ მოყვარულისთვის. მსუბუქი კამერაა,სარკისებურია,12 მეგაპიქსელი,დამტენვადი ბატარეა,SD-ჩიპები (მეხსიერება) მიდის ყველაზე იაფიანებიც,ვიდეოსაც იღებს HD ში, გამძლე კამერაა,ძალიან ადვილი მენიუ აქვს( ანუ მართავ ადვილად-რთულია არაფერია) და რაც მთავარია მომავალში თუ გექნება სურვილი და ფინანსები შეგიძლია ახალი სხვადასხვა სახეობის ობიექტივები იყიდო და დაუყენო. გისურვებ წარმატებებს შეძენაში !
სწორედ მეც მანდ ვაპირებ ყიდვას ... მგონი ახლებში ყვბელაზე დაბალი ფასები მაგ მაღაზიას აქვს ფოტო და ტელეფონების ტექნიკაზე Added @ კაი ვიყიდე ვთქვათ ეგ აპარატი 1100დ და რა უნდა ვუყიდო? ალბათ ერთი ჩანთა მეხსიერება და კიდევ რა შAეიძლება პირველ ეტაპზე და მთლიანად რა დამიჯდება ამ აქსესუარებში ?
ჩამოთვლილი კამერებიდან არცერთის ყიდვას არ გირჩევ,არ მინდა დაიბნე მაგრამ,საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნები... როგორც კი იყიდი ქენონ 1100დ-ს ან იგივე კლასის ნიკონს,მალევე აღმოაჩენ რო სუსტი კამერებია.მერე გული დაგწყდება და გაყიდვაც გაგიჭIრდება.თავიდან ყველას მასე გონია რომ სახლისთვის საჩხაკუნოდ ყიდულობს კამერას,თუმცა მალევე ხვდები მუღამს და მეტი მოთხოვნილება გიჩნდება.... ასე რომ ჩემი რჩევა იქნება,მაგ ფულით ნახმარი კამერა იყიდო და შედარებით მაღალი კლასი,თუნდაც მარტო ბოდი და მერე ლინზის ყიდვასაც მარტივად მოახერხებ.