საერთოდ რათგვნიდა დღისფოტო მაგის ნაცვლად მიშას პოტრეტი დავკიდოთ და ეკიდოს რა ვის რაში შეუშლის
ჩემის ღრმა რწმენით ტყუილად ვირჯებით რეფორმების გატარებას არავინ აპირებს. მოდი რამდენიმე კაცმა დაპოსტეთ რო თემა დაიხუროს ტყუილად ვიშლით ნერვებს მე აღარ დავწერ ვსიო! :P
დღეს ბატონმა გუჯამ კარგი სიტყვა თქვა, ამდენ ლაპარაკს ჯობია შევიკრიბოთ ხოლმე, ვისაუბროთ, გადავიღოთ, გავარჩიოთ. და ამდენ ლაპარაკს, და კეიბორდის წვალებას, საქმე ლაპარაკის ნაცვლადო
Lasha Palavandishvili, გეთანხმები, რომ არსებობენ ბოკეზე "ფოტოგრაფები", რომლებმაც თეთრი ფურცელი, რომ დადონ მაინც დღის ფოტო ხდება აგრეთვე გამოიცვალა ფოტოების მიმართ მიდგომა. ადრე საინტერესო ფოტოები ყურადღების ცენტრში ხვდებოდა, ეხლა აბსოლუტურად უინტერესო და ბრჭყვიალა ფოტოები ხდება დღის ან სულაც საუკეთესო. კრამიტების გაფერადებას და გოგოებისა და ბიჭების, ფოტოშოპით გაკეთებულ "გლამურნი" მაკიაჟზე აღარაფერს ვამბობ.
მაგრამ ეს მხოლოდ ბოკეს პრობლემა როდია. მე მოგიყვან რამდენიმე ფაქტს და გეტყვი, რომ ზოგადად საქართველოში გაფუჭდა ამ ბოლო წლების განმავლობაში გემოვნება. ეს ჯერ კიდევ ნეოლითის პერიოდში, ოთხმოცდაათიან წლებში. 90-იან წლებში დაიწყო "საპნის ოპერების" შემოდინება საქართველოში. მაშინ ზოგი ამბობდა, რომ ეს ტვინს რეცხავსო, მაგრამ არავინ უჯერებდა. ამ "საპონმა" კიდევ ისე გამორეცხა ჩვენი თანამემამულეების ტვინი, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული გადაცემა არის : "პროფილი" ხოლო ფილმებმა: "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" და "ოცნების ქალაქი"(40 ათასი კაცი დაესწრო) მოხსნეს რეიტინგი, დასწრებული ხალხის რაოდენობით. გადახედეთ ლიტერატურას, თეატრს, პოეზიას, მუსიკას. ვინ არან პოპულარულები? თითქმის ყველა მათგანში არის "საპნის ოპერის" ესთეტიკა. საპნის ოპერაში მთავარია- ხალხს ყველაფერი მიაწოდო დაღეჭილი, კადრები იყოს ლამაზი და ბრჭყვიალა, ისეთ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს, რომ ხალხს ფიქრი არ დასჭირდეს. იყოს სავსე სენტიმენტალიზმით, რომ ხალხმა ადვილად იტიროს და ადვილადვე გაიცინოს.
სწორედ ამ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ხალხს ფიქრი აღარ უნდა! უნდა, რომ ადვილად იცინოს და ადვილად იტიროს!
რას ვიზამთ, ამის გამოსწორება არ იქნება! იმიტომ, რომ უკვე ძალიან ღმად შევტოპეთ.
ხოდა კულტებია კიდე ბოკეზე. გავიგე ვითომდა არიან ფოტოგრაფები, რომელსაც არაფერი არ უნდა უთხრა კარგის გარდა და ყველანაერი დაფიქრების გარეშე 5/5ზე დაუწერო. სასაცილოა! კარტესის და კარტიე ბრესონის ფოტოები არაა 100 პროცენტით კარგი და მათი ფოტოების კრიტიკაც კი შეიძლება და ესენი ვის რაში დაკარგვიან? ჰა?!
დამჭკნარი შავ თეთრი ხელები, ცენტრში ფოკუსში მოქცეული ყვავილი, გაბრჭყვიალებული სიღნაღი, მცხეთა და თელავი(რომელიც ძალიან ლამაზია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სატურაცია უნდა აუწიო ). დაკვანჩხული ბანძი გოგონები "გლამურნი" მაკიაჟით. ისე ესეც სულ მაინტერესებდა. ფოტოს, როცა იღებთ და ხედავთ, რომ გოგო პოზიორობისას ისეთ პოზას იღებს, როგორცას ცხოვრების მანძილზე ვერ ნახავთ არ გეცინებათ? აი მაგალითად სახლის ნანგრევებში გოგო რომელსაც ცალი ფეხი მიწაზე უდევს მეორე ხელით ნანგრევზეა ჩაბღაუჭებული და ცდილობს სუპერ სექსუალური გამოხედვით მოხიბლოს მაყურებელი, ამაზე არ გეცინებათ??
მაგაში არ გეთანხმები! თუ შენ არ გსიამოვნებს საუკეთესო ფოტოების გალერეის დათ ვალიერება, ანდა თუნდაც 99.99% მათგანი არ მოგწონს იმ ერთ ფოტოს ნუ გადააყოლებ ყველაფერს და საერთოდ შეეშვით ამ პროფესორობას, რაც თავი მახსოვს 2006 წლიდან ყველა დეგრადაციაზე ლაპარაკობს, საკუთარ თავს მივხედოთ ყველამ და სხვის ნაკლებზე საუბარს თავი დავანებოთ
მაგაში არ გეთანხმები! თუ შენ არ გსიამოვნებს საუკეთესო ფოტოების გალერეის დათ ვალიერება, ანდა თუნდაც 99.99% მათგანი არ მოგწონს იმ ერთ ფოტოს ნუ გადააყოლებ ყველაფერს და საერთოდ შეეშვით ამ პროფესორობას, რაც თავი მახსოვს 2006 წლიდან ყველა დეგრადაციაზე ლაპარაკობს, საკუთარ თავს მივხედოთ ყველამ და სხვის ნაკლებზე საუბარს თავი დავანებოთ
შედი საუკეთესო სურათების გალერეაში და დაიწყე დათვალიერება სუ ბოლოდან,აი მერე მიხვდები რატო დავწერე ეს ყველაფერი!დაინახავ როგორ გაპაპსავდა ფოტოები დროდადრო..კომენტარებსაც გადახედე..
ბაზარი არაა, მაგრამ თუ ერთი ფოტოც მაინც არის ისეთი რომელიც არ იმსახურებს "პაპსას"-ს სტატუსს, მაშინ ყველას ერთი "სახელით" ნუ მოიხსენიებ. რაც შეეხება კომენტარებს, ეგ ფოტოს ავ-კარგიანობაზე და "პაპსაობაზე" სულაც არ ახდენს გავლენას, ეგ უფრო მისი დამწერის ინტელექტზე მეტყველებს
ბაზარი არაა, მაგრამ თუ ერთი ფოტოც მაინც არის ისეთი რომელიც არ იმსახურებს "პაპსას"-ს სტატუსს, მაშინ ყველას ერთი "სახელით" ნუ მოიხსენიებ. რაც შეეხება კომენტარებს, ეგ ფოტოს ავ-კარგიანობაზე და "პაპსაობაზე" სულაც არ ახდენს გავლენას, ეგ უფრო მისი დამწერის ინტელექტზე მეტყველებს
ყველას ერთი სახელით არც ვიხსენიებ მე საუბარი მაქვს ფოტოების უმრავლესობაზე ალბათ 90%ზე. დანარჩენ 10%ის გალერეას ცალკე გავაკეთებთ
რათქმაუნდა არ ახდენს ფოტოზე და ფოტოს ავტოეზე კომენტარები გავლენას,ეგ არც მითქვავს..
vakerman nekerman sekerman !!!!!!!!!! ვგიჟდები ამ კაცის კომენტარებზე ჰო კარგი, არაა ეს სასაცილო... Added @ ფსიქიატრები პაციენტებს უჩვენებენ ხოლმე თეთრ ფურცელს და სთხოვენ აღწერონ, რას ხედავენ. ყველა წარმოისახავს რაღაცას და აღწერს. ბოკეზე ამ თეთრ ფურცლებს მართლა დებენ და მათ განწყობის ფოტოგრაფია და საუკეთესო ფოტოების კოლექცია ქვია. ისღა დაგვრჩენია ავტორები ფსიქიატრებად გამოვაცხადოთ და ყველაფერი დალაგდება.
ბაზარი არაა, მაგრამ თუ ერთი ფოტოც მაინც არის ისეთი რომელიც არ იმსახურებს "პაპსას"-ს სტატუსს, მაშინ ყველას ერთი "სახელით" ნუ მოიხსენიებ. რაც შეეხება კომენტარებს, ეგ ფოტოს ავ-კარგიანობაზე და "პაპსაობაზე" სულაც არ ახდენს გავლენას, ეგ უფრო მისი დამწერის ინტელექტზე მეტყველებს
მაშინ მაგ ლოგიკით, თუკი ერთი ფოტო მაინც არ იმსახურებს საუკეთესოობას, მაშინ ყველას საუკეთესო არ უნდა ერქვას
Nino Baidauri
როგორ არაა სასაცილო! სასაცილოა. გეხვეწები სახეზე მაინც შეხედა ამ აღრძნებულ გოგოებს, როგორ ცდილობენ კომპიუტერიდან გამოძრომას გული გაგისკდება კაცს ასეთ პოზებს როგორ იგონებენ ისე მაინტერესებს რამე სექტაა? თუ სკოლაში ცალკე ლექციები ტარდებოდა გოგოებისთვის პოზების მიღება გადაღებისას?
მაგ თეთრ და "აზრიან" ფოტოებზე სულ ცხონებული მალევიჩი მახსენდება
ამ საიტმა ხალხს ფოტოს გადაღება შეაყვარა და არა შეაძულა, ფოტოების ავ-კარგიანობა და "პაპსაობა" ბოკეს დეგრადაციაზე კი არ მეტყველებს არამედ გემოვნების დახვეწაზე, ჩემი შენი და "ჩვენნაირების"
Giorgi Janibegashvili, ყველაზე მაგარი მაინც ისაა დააწერენ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კრიტიკოსებოო, ხოდა რამეს დაწერ და ეგრევე არ სიამოვნებთ იმენა ეგრევე ნერვებზე იშლებიან
ერთს დავუწერე ზედხედი არ ვარგა თქო და იმან დამიწერა, ეგეთი თითიდან გამოწოვილი კომენტარები არ მინდაო ეს თითიდან კომენტარის წოვა რაღა არის არ ვიცი
მეორეს რაღაც დავუწერე და იმან კიდე იმენა, როგორ დააიგნორა იცი? კაროჩე ვუთხარი, რომ ფოტოზე ძაღლისთვის ვინმე, რომ შეგეწყვილებინა ჯობდა თქო.
და ამისი პასუხი კომენტარზე: "ძალთან ვინმეს შეწყვილება რას ნიშნავს ვინმე თუ მეტყვით დამავალებთ" თუ რაღაც ეგეთი და ნინო კიდე მეუბნება არაა სასაცილოო სასაცილოა აბა რა არი? და ვაფშე მაგარია ფოტოგრაფიულო ავტორიტეტები, რომ არიან სუფთა ფოტოგრაფიულს, რომ ბაზობენ და მაგათ სიტყვში ეჭვის შეტანა, რომ არ შეიძლება თავისი ფოტოგრაფიული სიტყვა ჩააგდო ამ გვერდზეც და გავიდა მერე Added @
QUOTE(Peso @ Mar 3 2011, 03:31)
ამ საიტმა ხალხს ფოტოს გადაღება შეაყვარა და არა შეაძულა, ფოტოების ავ-კარგიანობა და "პაპსაობა" ბოკეს დეგრადაციაზე კი არ მეტყველებს არამედ გემოვნების დახვეწაზე, ჩემი შენი და "ჩვენნაირების"
ვერ მივხვდი. ანუ ფოტოების ავ-კარგიანობა და "პაპსაობა" გემოვნების დახვეწაზე მეტყველებს? ანუ ფოტოები თუ ნელნელა უფრო ცუდი და ცუდი მოდის და ბრჭყვიალებს და ბრჭყვიალებს ესე იგი გემოვნება იხვეწება?
ამ საიტმა, რომ კარგი რამე გააკეთა და აკეთებს ფაქტია, მაგრამ ლაპარაკი იმაზეა, რომ ბოკეზეც გადმოვიდა მადლი "ოპერისა საპნისაი" და აბრჭვიალდა ვითარცა ნალი მაიმუნისაი უკანაი
მოგესალმებით ყველას... სულ რაღაც 1 კვირის წინ დარეგისტრირებული მომხმარებელი. ინტერესით წავიკითხე მთელი ერთი თვის მანძილზე დაწერილი კომენტარები და თავს უფლება მივცი საკუთრი აზრი მეც გადმომეცა...
დავიწყებ თავიდან - დარეგისტრირებამდე, როგორც სტუმარი ხშირად შემოვდიოდი, ვათვალიერებდი და ამ საიტმა გამიჩინა სურვილი მეც გავმხდარიყავი წევრი. არასოდეს არ მიცდია ფოტოგრაფობა უბრალოდ ჩემთვის (ჰობის დონეზე) ვიღებდი "სათაურიან" სურათებს და არც ერთი ჩემი სურათის ხარისხი არ მომწონდა. მაგრამ არ ვიცოდი კონკრეტულად რატომ? (ალბათ კადრს სხვანაირად ვხედავდი და შედეგი სხვა იყო). როდესაც მოვიცალე საკუთარი ჰობისთვის უფრო მეტი გასაქანი მიმეცა, ამ საიტზე კომენტარებში დაწერილმა აზრიანმა -- შენიშვნა-რჩევა-თუ კომენტარმა -- დამანახა, რომ ეს ის ადამიანები არიან ვისაც უყვარს ეს ხელოვნება და ვერ ეგუებიან სხვის უვიცობას ამ სფეროში... სწორედ ამან მომიზიდა ბოკეზე... ახალბედას თუ რამის სწავლა უნდა, მარტო ამ საიტზეც (რომ არ ვახსენოთ ინტერნეტ სივრცე) უმრავი მასალაა რაც ბევრ ახალ ინფორმაციას მოგვცემს... მაგრამ მერწმუნეთ ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ბევრი ახალი მომხმარებლისთვისაც, ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი ანუ გამოცდილი წინამორბედების ჯანსაღი კრიტიკა... ბავშვი რომელსაც ველოსიპედის ტარების სწავლა უნდა, მაგრამ დაცემის ეშინია, ვერასდროს ვერ მიიღებს ველოსიპედზე კატაობის სიამოვნებას... ჯერ სიარულს ვსწავლობთ, მერე ველოსიპედი გვაინტერესებს, მერე აღიარება და ბოლოს კი კრიტიკოსებად გადავიქცევით... კრიტიკოსობა კი ყველაზე საჭირო და დაუფასებელია სამწუხაროდ რჩევები და კრიტიკა, ზოგადად კომენტარებში, ძალიან ცოტაა... ამ თემაში ბევრი საინტერესო მოსაზრება გაჟღერდა, რაც საიტის დახვეწისკენ არის მომართული. ე.ი. საიტი ცოცხალია და ბევრს შეტკივა გული, რომ არ გახდეს მათთვისვე უინტერესო წლების შემდეგაც კი... ეს ამ საიტის დიდი პლიუსია...
რაც შეეხება შეფასებების სისტემას, ბევრი დეტალია რასაც საიტის ადმინისტრაცია ვერ აღკვეთავს (ნაცნობობის თემას ვგულისხმობ), თუმცა Nino Baidauri -ის შემოთავზებული სისტემა, მემგონი თქვენი გულის ტკივილს ცოტათი მაინც უშველის და დ/ფ ხარისხს აწევს... (მე ნაკლებად უნდა ვლაპარაკობდე ხარისხზე, არაფერი არ გამეგება) მაგრამ აქ არის კიდევ ერთი საკითხი: - რამდენადაც ვიცი, საიტი არ არის კომერციული, სისტემების შეცვლას კი საკმაო ხარჯები სჭირდება... ხოდა სანამ სისტემები შეიცვლება და კიდევ უფრო დაიხვეწება, თქვენვე უნდა გაქაჩოთ ბოკეც და მისი ახალი წევრების გემოვნებაც და ხარისხიც თქვენი ჯანსაღი კრიტიკით... დღეში + - 50 ფოტო იდება ალბათ, თითოულმა თქვენგანმა სულ 5 რჩევის კომენტარი, რომ დაწეროს მეტი მემგონი არც დაჭირდება იმ პრობლემების მოგვარებას, რაც ამ თემაშია... მაგალითისთვის ჩემს პირველ სურათს მოვიყვან http://www.boke.ge/forum/?img=144942 აქ მხოლოდ ერთმა ადამიანმა დატოვა კომენტარი, რამაც მე მომცა იმის სტიმული, რომ 15 ვარიანტი მაინც გამეკეთებინა ამ ფოტოსი და მეტად დავკვირვებოდი... ეხლა ცარმოიდგინეთ 5 კომენტარზე, რომ მქონოდა სამუშაო... ან გავიქცევი და ან დავიხვეწები... ისიც მესმის რომ თქვენი გადმოსახედიდან ზოგიერთი სურათი არ იმსახურებს კომენტარს, მაგრამ აბა ჩვენი მხრიდანაც შეხედეთ, თუ არ გვეტყვით, რომ არ ვარგა და რატომ არ ვარგა, ჩვენც საიტის ნაცნობობას დავაბრალებთ ყველაფერს (სხვას დააბრალო უფორო იოლია, ვიდრე საკუთარ თავს მოსთხოვო), ჩვენი ფოტოები გვეგონება კარგი და გავავსებთ საიტს ან "ნაგვით" ან "საპნის ოპერებით" ... მომხმარებლებს კი რომელსაც არ უნდათ თქვენი კრიტიკის მოსმენა, ნუ ჩართავენ მაგ ფუნქციას... მე არ მინახავს ადამიანები ვისაც კრიტიკა უყვარდეს, მაგრამ გონიერი აუცილებლად ამოიღებს იქიდან თავისთვის მნიშვნელოვანს...
ახლადშობილისთვის ბევრი წერა გამომივიდა, მომიტევეთ...
არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვიან რომ საკმარისად ისწავლეს. არსებობენ ადამიენები, რომლებიც რანგით დაბალს არ უსმენენ. მაგალითად: თუ ბოკელი არის დამწები + ან უფრო მაღალი "თანამდებობის" მქონე პირი მას ჰგონია, რომ დამწყებმა და ახლად დარეგისტრირებულმა მისი ფოტო არ უნდა გააკრიტიკოს. "კრიტიკა" კარგი გაგებით, უფრო კარგი იქნებოდა თუ ვიტყოდით კომენტარი არ უნდა გააკეთოს. რაც სიბრიყვეა, იმიტომ, რომ ვერასდროს ვერ ისწავლის ადამიანი საკმარისს, ყოველთვის მეტის და მეტის სწავლა უნდა უნდოდეს. ამას თავი დავანებოთ. არსებობს მეორე მიდგომა, თუ ერთი ადამიენი მეორეზე სუსტ ფოტოებს იღებს, ითვლება რომ მეორემ უფრო კაგად იცის ფოტოგრაფია. ესეც სიბრიყვეა, იმიტომ, რომ ფოტოგრაფია არ არის მარტო კომპოზიციის შერჩევა და ჩაჩხაკუნება. ფოტოგრაფიის შესწავლა, ჩემი აზრით, პირველყოფილი ადამიანების ნახატებიდან იწყება და არ მთავრდება.
თქვენს ფოტოზე გაკეთებული კომენტარები ვნახე. ნადვილად პროფესიონალების გაკეთებული კომენტარებია, თუმცა ტექნიკურ მხარეზე არის მთელი აქცენტი გადატანილი. შარპის მომატება-დაკლება, ობექტივი. ეს რა თქმა უნდა ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოანია კომენტარი, რომელიც თქვენი ფოტოს მხატრულობას შეეხება. ბოკეს დღევანდელი პრობლემაც ზუსტად ეგ არის. მთელი ყუდადღება და ძალისხმევა გადატანილია ტექნიკურ მხარეზე(ობიექტივი, კომპოზიცია, ფოტოშოპი და ა.შ.). ფოტოები, რომლებიც ტექნიკურად კარგად არის შესრულებული, მაგრამ არანაერ მხატვრულ ღირებულებას არ შეიცავს იღებენ 5/5 ხოლო ის ფოტოები, რომლებიც მართლაც მხატვრულად ღირებულია და ტექნიკურად სუსტი 2-2 ან 1/1. აი აქ არის დამარხული ძაღლის თავი დემაგოგობა, რომ არ დამაბრალოთ აგერ მაგალითიც.
http://www.boke.ge/forum/?img=145120 ძალიან კარგი ფოტოა. დავწერ რატომ. 1 საინტერესო ტიპაჟია, 2 ძალიან საინტერესო ჩაცმულობაა და ხელში კოკაკოლაში ჩასხმული წყალი ძალიან საინტერესო დეტალია, სწრედ ამიტომ გამართლებულია საშვალო ხედი. დახეთქილი ფილები და უკან ხის ღობე ძალიან საინტერესოა ამიტომ მათი გამოჩენაც გამართლებულია. ეს ფოტო ბავშვზეა, ეს ფოტო ცხოვრებაზეა და საინტერესოა.
http://www.boke.ge/forum/?img=133881 ეს ფოტო ძალიან კარგი ფოტოა ტექნიკურად. მაგრამ რაზეა ეს ფოტო? ეს ფოტო არის ლამაზ გოგოზე, რომელიც უყურებს კამერის ობიექტივს.
რომელმა დაიმსახურა მეტი ყურადღება?! მეორე ფოტომ.
ახლა რაც შეეხება თქვენს ფოტოს, ლოკოკინას.
კარგია, რომ დაინახეთ ლოკოკინა, რომელიც ძალიან წვრილ ღერზეა მიმაგრებული, დაგაინტერესათ და გადაიღეთ. თუმცა ეს ჩეულებრივი მომენტია, არაფერია საინტერესო იმაში, რომ ლოკოკინა მიკრობილია მცენარეზე. არ ვიცი, როგორ შეიძლება ლოკოკინის საინტერესოდ გადაღება, გულწრფელად არ ვიცი, მაგრამ სიტყვაზე ლოკოკინა დაზიანებული ბაქნით ან ლოკოკინა სუპში უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის, ვიდრე ლოკოკინა ბუნებაში. ან არ ვიცი ლოკოკინა რაიმე მოქმედებაში, ვთქვათ როგორ ჭამს ლოკოკინა, ფოთოლს რაც ძალიან საინტერესოა. მოკლედ არ ვიცი რთული დავალებაა ლოკოკინის გადაღება. მოკლედ ჩემი რჩევა იქნებოდა მხატვრულობას მიაქციო ყურადღება და მერე ტექნიკას, რადგან ტექნიკის დახვეწა გაკვეთილებით ან ტექნიკური ლიტერატურით და აუცილებლად პრაქტიკული სამუშაოებით შეიძლება. აი მხატვრულობის დახვეწას კი ეს არის სხოვრება, დაკვრირვება დეტალებზე, ფოტოების ნახვა(კარგი ფოტოგრაფები), ლიტერატურის კითხვა და თუ უფრო ღრმად დაგაინტერესებს ფილოსოფიაც. მთავარი კი მაინც ცხოვრების დეტალებზე დაკვირვებაა. რაც ზემოთ ჩემს მიერ აღნიშნულ ფოტოში მაღალ დონეზეა შესრულებული.
მხატვრული მხარე მაინც და მაინც გლუვ, შესანიშნავ ხარისხს, სადაც დეტალებს უპრობლემოდ გამოარჩევ და ფერები კი უნაკლოა - არ გულისხმობს!
ამიტომ ნუ გერევათ ტექნიკურად კარგად შესრულებული ფოტო უბრალოდ კარგი კამერით გადაღებულში. ხშირად ფოტო ტექნიკურად ცუდადაა გადაღებული არა იმიტომ რომ უვარგისად გამოყენებული კიევის კამერითაა გადაღებული და არა ქენონის რომელიმე სარკულით არამედ იმიტომ რომ ის უბრალოდ ცუდადაა შესრულებული ტექნიკურად და წერტილი.
დახვეწილი მხატვრულობა ტექნიკურად კარგად შესრულებული ფოტოთი იქმნება. ამიტომ ორივე აუცილებელი პირობაა მხატვრულ ფოტოგრაფიაში. მეორეს მხრივ დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში, სადაც მთავარი ინფორმაციაა, ეს მაჩვენებლები შეიძლება საშუალოზე დაბალი ხარისხისაც იყოს და ამით არაფერი დაშავდება (თუმცა იქნებ კარგმა ფოტოგრაფმა ყოველთვის უნდა მოახერხოს ხარისხის შენარჩუნება მიუხედავად გადაღების პირობებისა?).
ნუ ასწავლით ერთმანეთს ჭკუას. ასწავლეთ საკუთარ თავს ჭკუა და ბევრი იკითხეთ და ათვალიერეთ.
TATI, არ გეთანხმებით, რომ ტექნიკურად კარგად შესრულებული ფოტო აუცილებლად ნიშნავს მხატვრულად კარგად შესრულებულ ფოტოს.
გეთანხმებით, რომ კარგი ხარისხიანი ფოტოკამერით გადაღებული ფოტო არ ნიშნავს ტექნიკურად კარგად შესრულებულ ფოტოს.
არ გეთანხმებით, რომ აქ ვინმე ჭკუის სწავლებას ცდილობს
მითუმეტეს თუ ფოტო დადგმულია უფრო მეტად უნდა ვგრძნობდე წინა მოსამზადებელ პერიოდს. რეკვიზიტი, კოსტუმი განათება და ა.შ. თუმც ეს იმას არ ნიშნავს, რომ დოკუმენტურ ფოტოში ეს არ უნდა იყოს. როცა კამერას ობიექტს მიუშვერ, ამ ობიექტმა უნდა დაგაინტერესოს. თუ დაგაინტერესა და გადაიღე, მერე აღარ უნდათქვა დოკუმენტური კადრი იყო და ვერაერს ვიზამდიო.
QUOTE
თუმცა იქნებ კარგმა ფოტოგრაფმა ყოველთვის უნდა მოახერხოს ხარისხის შენარჩუნება მიუხედავად გადაღების პირობებისა?
შეიძლება ვერ შეინარჩუნოს, მაგრამ მაშინ ეს ფოტო არ უნდა გამოაქვეყნოს.