პროკრედიტ ბანკი განაგრძობს თანამედროვე ქართული ხელოვნების მხარდამჭერ პროექტს “ProArt”.
პროექტში მონაწილეობას ნებისმიერ დაინტერესებულ ფოტოხელოვანს გთავაზობთ. წარმოადგინეთ ნამუშევრები შემდეგ თემებზე:
* საქართველოს ბუნების მრავალფეროვნება; * გარემოს დაბინძურება საქართველოში; * საქართველოს საზოგადოებრიობა; * მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში თანამედროვე ფოტოგრაფის ობიექტივით; * სოფლის მეურნეობა საქართველოში; * ბავშვები საქართველოში; * კულტურა საქართველოში.
ნამუშევრები გამოიფინება პროკრედიტ ბანკის ფილიალებში, როგორც თბილისში ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, სადაც მათ ფართო აუდიტორია გაეცნობა. პროექტის ბოლოს დაიბეჭდება ფოტოკატალოგი, რომელიც თითოეულ მონაწილეს სამახსოვროდ გადაეცემა.
დაინტერესების შემთხვევაში: 1. აირჩიეთ ერთი, რამდენიმე ან ყველა თემა, სურვილისამებრ. 2. გამოაგზავნეთ თქვენი ავტობიოგრაფია და 3. ფოტონამუშევრები (არჩეული თემების მიხედვით, ელექტრონული ფორმით, მცირე რეზოლუციით)
აღნიშნული მასალები გამოგზავნეთ: 30 აპროლამდე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე proart@procreditbank.ge ან მოიტანეთ პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში, მისამართზე: აღმაშენებლის გამზ. 154. კონვერტზე მიუთითეთ ProArt. რეგიონებიდან: გთხოვთ მასალები მიაწოდოთ პროკრედიტ ბანკის ფილიალს თქვენს ქალაქში ან გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: proart@procreditbank.ge
* საქართველოს ბუნების მრავალფეროვნება; * გარემოს დაბინძურება საქართველოში; * საქართველოს საზოგადოებრიობა; * მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში თანამედროვე ფოტოგრაფის ობიექტივით; * სოფლის მეურნეობა საქართველოში; * ბავშვები საქართველოში; * კულტურა საქართველოში.
მოგესალმებით, გვიხარია რომ ჩვენმა პროექტმა ინტერესი გამოიწვია
Nikoloz Mameishvili, მხარდაჭერაში იგულისხმება ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალში, რაც გარკვეულწილად მათი ცნობადობის გაზრდას გულისხმობს. პროექტის ბოლოს დაიბეჭდება ფოტო-კატალოგი, სადაც შევა მონაწილეთა მოკლე ბიოგრაფია-საკონტაქტო ინფორმაცია და ნამუშევრები. ვფიქრობთ ამ პროექტით ჩვენს პატარა წვლილს შევიტანთ ხელოვნების ამ დარგის განვითარებაში.
ეს პროექტი 2007-2008 წლებში მხატვრებს დაეთმოთ, მონაწილეობა მიიღეს როგორც დამწყებმა, ასევე საკმაოდ ცნობილმა მხატვრებმა. პროექტს დიდი წარმატება ხვდა წილად. მხატვრების პოპულარიზაცია საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოხდა. ასევე უკრაინის პროკრედიტთან ჩატარდა გაცვლითი გამოფენები . გაიყიდა რამოდენიმე ნამუშევარი. პროკრედიტ ბანკი დღესაც განაგრძობს ამ მხატვრებთან ურთიერთობას.
* საქართველოს ბუნების მრავალფეროვნება; * გარემოს დაბინძურება საქართველოში; * საქართველოს საზოგადოებრიობა; * მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში თანამედროვე ფოტოგრაფის ობიექტივით; * სოფლის მეურნეობა საქართველოში; * ბავშვები საქართველოში; * კულტურა საქართველოში.
Lasha Palavandishvili, nini, დიდი მადლობა, ველით თქვენს ნამუშევრებს
Zaza Gabaidze, წინასწარ გაცვლითი გამოფენა დაგეგმილი არ არის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს მხატვრების შემთხვევაშიც ასე იყო, წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, პროექტის მიმდინარეობა გვიჩვენებს ყველაფერს.
ProArt, იმედია ყველა ახალ წერილს ეცნობით მესმის, რომ ალბათ დიდი რაოდენობა მოდის მეც გადმოგიგზავნეთ იმედია დაინტერესდებით დიდი არაფერია, მაგრამ ხანდახან ანკესს წვრილი თევზიც რომ მოყვება
marianita თავისთავად მაგრამ აქ სურათის მოცულობას რა მნიშვნელობა აქვს, ზუსტი მოცულობა რომ დაეწერათ რა, ყველა ფოტოს იმ ზომაზე დააყენებ თუ რას იზამ ამიტომ რეზოლუცია უბრალოდ პატარა ფორმატის იყოსო და არა ორიგინალიო, თუ მოიწონებენ სავარაუდოთ შემდეგ მოითხოვებენ დიდი რეზოლუციის ფოტოს )