Rebecca, ანგარიში კი არის, მაგრამ მე 1-2 შემთხვევა მქონდა საზღვარგარეთიდან ცოტა არ იყოს გვეეჭვება ეგ ანგარიშიო.. ბოდიშს ვუხდით ირაკლი ბაზაძეს უნდობლობისთვის, მაგრამ თუ იმ ოჯახის სახელზე იქნება ანგარიში უფრო ვირწმუნებთ ჩვენც და ბევრიცო.. ალბათ მართალიც არის... ეს ჩვენ ვენდობით და ვიცით, მაგრამ უცხოს ვერც დაარწმუნებ და ვერც მოთხოვ ირწმუნოს ..
tavadi, კაი ბატონო მაგრამ როგორ უნდა გააკეთო იმ ოჯახის სახელზე?? ან მერე ვინ გამოიტანს 10 წლის გოგონა???
აუჰ თუ არის რაღაც დისტანციური ანგარიშის გახსნა ან სახლში მიტანით თანხის მოხსნა?
მე რამოდენიმე ეგეთ ადამიანს ვუთხარი რომ თუ ასე გეეჭვებათ ნათესავებს გამოუგზავნეთ თქვენსას და აგერ ვართ სახელებით და გვარებით მოვიდნენ და გვნახონ შეგვეხონ და გაგვესაუბრონ მეთქი და ბოლო ბოლო მე როგორც ვიცი იკის საკმაოდ სერიოზული სტატუსი აქვს მაგ ბანკში და დარეკონ და იკითხონ ბატონო
Ania-ს ვეთანხმები ყოველთვიურ დახმარებაზე რომ თქვა.Dინ მე ვეღარ მოვახერხე მომეწოდებინა,მაგრამ ამ დღეებში მოგაწვდი რაღაცეებს და როცა საჭიროდ ჩათვლი მიუტანე.
რაც შეეხება ნინის,შესაცოდი მას მართლა არაფერი სჭირს.საცოდავები ჩვენ ვართ,ნუ პირადად მე,არ ვიცი მაგდენს თუ გავუძლებდი.ნინი ძალიან დამოუკიდებელ და საინტერესო პიროვნებად ჩამოყალიბდება.
და მე მაინც ვფიქრობ,რომ აქაურებს ასვლა იმიტომ არ უნდოდათ,რომ ნინისთვის ვაი შე უბედუროო ეძახათ.უბრალოდ იმ ადამიანებს,რომელთაც მისი ფინანსურად დახმარება არ შეუძლიათ,უნდოდათ გაერთოთ და გაეხალისებინათ.მაგით ნინის ფსიქიკა არანაირად არ დაენგრევა,პირიქით..და მომხრე ვარ რომ ან ექსკურსიებზე ან რაიმეს რომ მოვაწყობთ თან წავიყვანოთ ხოლმე..იავიცი
tavadi სამწუხაროდ იმ ოჯახის ანგარიშზ ვერ გავხსნით ანგარიშს, ბავშვი არასრულწლოვანია, ბებია ინვალიდია და ვერ შეძლებს ბანკში მოსვლას, მამა კიდე ციხეშია. სხვა რა გზაა რო? ვისაც ენდობიან მაშინ იმის სახელზე გავახსნევინებ ანგარიშს, პრობლემა არ არის. ან ფონდი შეიქმნას და ფონდმა გახსნას ანგარიში.
Iki Bazadze, იგივე ვუპასუხე, მეც და პასუხად მივიღე-აბა როგორ იღებენ ბებიის პენსიასო? ანალოგიურად შეძლებენ იმასაცო.. არ ვიცი საბანკო სისტემაში შენ ხარ და ჩემზეც და იმ ადამიანებზეც მეტი გაგეგება..
DIKARKA, ნუ ბრაზობ.. ვინც ენდობა ჩარიცხა.. პენსიებიც ხო საბანკო ანგარიშებზეა? გაკეთდეს ისეთი ანგარიში, როგორც პენსია მიაქვთ ჩარიცხული თანხაც სახლში მიუტანონ თუ შესაძლებელია ასეთი რამ.. მე არაფერი მაქვს არც იკის, საწინააღმდეგო და არც სხების. უბრალოდ თუ ვინმეს ჩარიცხვა უნდა, და არ რიცხავს ასეთი უბრალო, მაგრამ მათთვის მიუღებელი მიზეზის გამო, იქნებ იმ ანგარიშზე ჩარიცხონ..
ისე მართლა წინა გვერდებზე თქვა ვიღაცამ და გვექნა ეგ ჰა?.. გაკეთდეს ფონდი და ყოველთვიურად ჩვევაში დავნერგოთ, რომ ვისაც რა შეგვიძლია, გადავრიცხოთ... თუნდაც სულ მცირედი. ამდენი ვართ და წარმოიდგინეთ, რამდენი მოგროვდება, მესამედმა მაინც რომ გააკეთოს ეს. ნინი ერთია.. დინა წააწყდა შემთხვევით და ჩვენამდე მოიტანა და კიდევ ერთხელ მადლობა მას ამისთვის, მაგრამ რამდენია ასეთ დღეში... ბავშვები თუ მოხუცები თუ ინვალიდები და ა.შ... თან ერთჯერადიც არ იქნებოდა ეს ყველაფერი. ჰოდა ამას რომ თავი მოვაბათ, ბევრს თუ ვერა, რაღაცას მაინც ხომ მოვახერხებთ, რომ ამ ადამიანების ნაწილს, ცოტას მაინც სიხარული მოვუტანოთ და განა ჩვენ თვითონვე არ ვართ ამ დროს კმაყოფილები? : ) ამას ხო პრინციპში ჩვენი თავისთვისაც ვაკეთებთ : )
რაც ანგარიშის გახსნას შეეხება ბებიას სახელზე, გავიკითხე და გავარკვიე. ბებიას შეუძლია მინდობილობა გააკეთეოს ვიღაცის სახელზე, და ის პიროვნება რომელზეც იქნება მინდობილობა გაკეთებული შეუძლია გახსნას ბებოს სახელზე ანგარიში და გააკეთოს პლასტიკური ბარათი, რომელსაც მივცემთ ნინის და ნინის შეეძლება თანხის გამოტანა ბანკომატიდან. რაც მინდობილობას შეეხება, მინდობილობა შეიძლება გაკეთდეს ერთი თვის ვადით შემდეგში რომ ვერ გამოიყენოს იმ პიროვნებამ ანგარიში ანუ რომ ვერ გამოიტანოს ფული, და გააკეთოს სხვა საბანკო ოპერაცია (ეს იმათთვის ვინც არ ენდობა სხვებს).
ეუF... ეს ბიუროკრატიული მიეთ-მოეთები რა... არა, მართალი ხარ ლევან, ეგ ყველაფერი ნამდვილად არ გვჭირდება და ეჭვიც მეპარება, რომ შევძლოთ. ისედაც მოვაბამთ თავს როგორმე.