სიის შედგენა საშინლად ჯალათური საქმეა.. ისეთი კინოები გამოვყარე.. ისეთი მეშჩანური და ბრიყვული მოტორი ჩაირთო.. ... სასაცილო და საწყალი ტიპი დავრჩი ბოლოს.. და 12 შედევრის სია.. Added @ მიშკა, ბუნუელი იმდენ და ისეთ სიებშია, აქ თუ არაა, სულაც არაა ტრაგედია..
თან არ მიყვარს.. ჩემთვის ასეა.. დიდია, მაგრამ არ შემიყვარდება.. ასე მგონია..
ან ტრანსპორტერები 3. ბელა ტარს მახსოვს ერთხელ ვერ გავუძელი, ეს არ ვიცი..
რაც ვნახე ბელასი, ყველაზე თითქოს ეგ განცდა დამრჩა.. რაღაც ნელ კინოს აწვება.. და მიუხედავად ძალიან შთამბეჭდავი კადრებისა, წყდები კინოს და იღლები.. ნუ, მე ყველაზე ცნობილები ვნახე, მაგრამ მაინც ასეთი განცდა დამიტოვა ცოტათი..
ეგ ყოველთვის მასე იქნება, როცა გიყვარს. მაგ დროს იჭრება ყველაფერი და უფალმა იცის სად მიყავხარ ფიქრებს
ისე ჩაპლინის ხსენებაც არ იქნებოდა ურიგო ჰა? ნებისმიერ სიაში. კიდე კაი ეიზენშტეინი არ გამორჩა.
თუმცა.... ძაანაც ვაჯაზებ ალბათ
მეორე ვარიანტის გაკეთება შვებას მაგრძნობინებს ვითომ?
ეიზენშტეინის "პოტიომკინი", კალატოზიშვილის "ჯიმ შვანთე", კოკოჩაშვილის "დიდი მწვანე ველი", პაზოლინის "დიდი და პატარა ჩიტები",.. ვაი, ვაი.. რა ცუდი პროცესია..
თავისუფლების აჩრდილი ერთერთი ბოლოა? რაღაც სხვანაირად მახოვს მე..
მე "ვირიდიანამ" გამაოგნა.. თავისი საშინელი ირონიით.. რის გამოც არ შემიყვარდება.. "ნაზარინი".. რავი.. არაფერი დააკლდება მაგ კაცს, მე თუ არ შემიყვარდება.. თუ რეჟისორი გავხდები როდესმე, ბევრ რამეს ვისწავლი მისგან.. და ისედაც ვისწავლე უკვე.. მაგრამ, სიყვარული არა..
ხან და ხან უფრო მეტს ხედავ ვიდრე თქმა უნდოდა ავტორს, ყველაფერში ასეა. შენ შენსას ხედავ, მარა ეგ არაფერი სულაც არ არის აუცილებელი გიყვარდეს, მთავარი დანახვაა თუ დაინახე შეანიშნავია.
სიყვარულით არც მე არ მიყვარს!! მაგრამ აი ანდალუზიელი ძაღლი ხომ იცი ? იმისნ პირველმა კადრმა ბევრი რამის დანახვა მასწავლა!!! და უფლება არ მაქვს რომ ვაფასებდი ( არდა როგორ აკლდა ჩემი დაფასება? !! ) .. მაგრამ ლისტში არც მე შვიყვანდი თან ისეთ პატარაში როგორიც 12 კაციანიი სიაა ეგეთ სიას მე პირადად ალბათ მარტო ანტონიონის დავუთმობდი Added @ ერთ-ერთ ბოლოში ანუ 70-იან წლები ვიგულისხმე
გუჯა, ალბათ ეს არგუმენტია ერთადერთი.. მაგ სიის შედგენისა.. სიყვარული.. ვნახე.. შემიყვარდა.. კიდევ ვნახე.. კიდევ.. და მიყვარს.. და ამ გოიმური სუბიექტურობის გამო, რომელიც ჩემთვის და ვინმესთვის რაღცნაირად ძვირფასი და საჭიროა, მიიღეს ლიცენზია 12-ეულში..
მიშკა.. საინტერესოა შენი სია.. თუნდაც 9 ანტონიონით და 3 პუდოვკინით.. აიღე შენ თავზე ეს ჯალათობა.. სხვა თუ არაფერი, ინფორმაციული და უტილიტარული იქნება..
ისე სწორი იქნება რაც საშუალებაა თუ ორიგინალ სახელებსაც მიაწერთ. რა ვქნა წლები მიდის და ბევრის ნახვა თავიდან მიწევს, ძალიან საინტერესოა ახალი განცდები და ახალი ხედვა. არადა მე ყველაფერი ასოციატიურადდ მახსოვს.
აი ჩემი თორმეტიც მაშინ (არაა ადვილი საქმე მართლა... ასეთივე წარმატებით შეიძლება შევადგინო რამდენიმე სხვა თორმეტეული)
1. გზა _ ფედერიკო ფელინი 2. 400 დარტყმა - ფრანსუა ტრიუფო 3. მამა რომა _ პიერ პაოლო პაზოლინი 4. მეჯლისი _ ეტორე სკოლა 5. გააპობს ტალღებს _ ლარს ფონ ტრიერი 6. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა _ მილოშ ფორმანი 7. დიდი ქალაქის ჩირაღდნები _ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი 8. უკანასკნელი ტანგო პარიზში _ ბერნარდო ბერტოლუჩი 9. ჩინური რულეტკა _ რაინერ ვერნერ ფასბინდერი 10. Zabriskie Point _ მიქელანჯელო ანტონიონი 11. ვირიდიანა _ ლუის ბუნუელი 12. ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან _ ბილი უაილდერი