არავინ არ შეგიშლით ხელს ეგეთ დისკუსიებში. ერთადერთი რამ - თემას აქვს სათაური და თუ დისკუსია ცდება თემის სათაურს, უმჯობესია ახალი თემა შეიქმნას და იქ გაგრძელდეს, რომ მეტი მნახველიც ყავდეს.
რუსლან, თუ თანახმა ხარ, გამოვყოფ ცალკე თემად და სიამოვნებით ჩავერთვები მეც თქვენს განხილვაში
რა პრინციპით მიგაქვთ ეჭვი პლაგიატზე? თუ ძაან ძლიერი ფოტოა, აუცილებლად პლაგიატი უნდა იყოს? გამოდის ბოკე (უკაცრავად გამოთქმისთვის) ნაკლებად ნიჭიერთა საიტია?! არის აქ ბევრი ძლიერი ნამუშევარიც და ლოგიკურია, თუ უცნობ ნიჭიერ ავტორს აქ ფოტოს დადების სურვილი გაუჩნდა. აუცილებელი არაა პლაგიატობა დააბრალოთ და ამით შეურაცხყოფა მიაყენოთ. კიდევ უარესი იქნება, თუ ფოტოს დადების სურვილსაც დაუკარგავთ. ამით ჩემნაირები დაზარალდებიან, ანუ ვისაც უყვარს კარგი ფოტოების დათვალიერება და ბოკე ამიტომაც აირჩია.
elia-gogo, მოიცა არ გინდა ახლა მასეთი რაღაცეები რა! გამოცდილების ამბავია როდესაც გალერეაში არ არის არც ერთი ძLიაერი ფოტო და ვდრუგ იჩიტება რაღაც ბომბა ნუ კაი ახლა ერთი წამითაც არ გიჩნდება ეჭვი??
და არც დაზარალებულობანას თამაშს მოაქვს შედეგი. გინდა დაათვალიერო კარგი ფოტოები პადრიად? გაიარ უცხოურ საიტებზე და იქნება პლაგიატის ავტორიც აღმოაჩინო?
როგორ არის ისა, ქურდობაზე მეტი ცოდვა დამბრალებლის არისო. ან ფაქტი ან ჩუ, არ შეიძლება ასე როცა ფაქტი არ გაქვს ქურდობა დააბრალო ადამიანს, და ვაიდა არ იყოს ქურდი და დაამტკიცოს სერიოზულად შერცხვები ადამიანი, ასე რო ფაქტი და მერე ლაპარაკი
რებეკა, გმადლობ რჩევისთვის. ნუ, რახან კარგი ფოტოების ნახვა მსურს, აუცილებლად უცხოურ საიტებს ვეწვევი. შენი სიტყვებიდან გამომდინარე აქ მხოლოდ დილეტანტები არიან. Added @
QUOTE(shom @ Jul 13 2007, 23:53)
როგორ არის ისა, ქურდობაზე მეტი ცოდვა დამბრალებლის არისო. ან ფაქტი ან ჩუ, არ შეიძლება ასე როცა ფაქტი არ გაქვს ქურდობა დააბრალო ადამიანს, და ვაიდა არ იყოს ქურდი და დაამტკიცოს სერიოზულად შერცხვები ადამიანი, ასე რო ფაქტი და მერე ლაპარაკი
გეთანხმები. ძაან თავხედურად დებენ ბრალს. რახან თავად არ შეუძლიათ ამ დონის ფოტოს გადაღება, ამიტომ ტვლიან რომ არც სხვას შეუძლია. ცოტა დელიკატურობა უნდა იქონიონ.
shom, dathuna, ეგ რო მახსოვდეს, კაი ხნის წინ დავდებდი ლინკს თუ არაა პლაგიატი და დაამტკიცებს მაგას, პირობას ვდებ ბარათაშვილის ხიდიდან მტკვარში გადავხტები
elia-gogo იცი რა არი?როგორ გითხრა...ბევრს ფილოსოფოსობ
elia-gogo, რა გინდა ეხლა ვერ გავიგე, მე ვამბობ რო პლაგიატია, თუ არაა და დაამტკიცებს რო თავისია, ბარათაშვილის ხიდიდან ვხტები მეთქი მტკვარში მეტი რა ვთქვა ვახ! როცა მოდერი ვიყავი ეგეთებზე ორიგინალს ვითხოვდი და თუ ვერ მივიღებდი მერე ვშლიდი ულაპარაკოდ შენ კიდე რა გინდა და რატო იცავ ვერ ვხვდები
Roma: სხვათაშორის ბრალდების მტკიცების ტვირთი ბრალდებულს ეკისრება. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა . არ ინერვიულო, მე ხიდის მოაჯირთან ვიდგები და თუ რამე საშველ წრეს გესვრი . მთავარია ბინძური წყალი არ ჩაყლაპო. Added @ უი, ბრალდებულს კი არა ბრალმდებელს ეკისრება -თქო უნდა დამეწერა
elia-gogo, მემგონი პირიქით, ისე კაცმა რო თქვას, სხვა თუ არაფერი, თავისი თუა, იქ 900 მა კაცმა დაწერა პლაგიატიაო და მაგის ადგილას ორიგინალს წარმოვადგენდი დიდი ხნის წინ
რებეკა, გმადლობ რჩევისთვის. ნუ, რახან კარგი ფოტოების ნახვა მსურს, აუცილებლად უცხოურ საიტებს ვეწვევი. შენი სიტყვებიდან გამომდინარე აქ მხოლოდ დილეტანტები არიან.
დასკვნებში გიჭირს ,მარა კაიჰ!!
მე გითხარი პადრიად თუ გინდა ,მაგარი ფოტოების ნახვატქო ჩავარდნების და ეჭვის გარეშე თორემ მაგრები ყველგან არიან და ისინი ვინც ერთხელ ადასტურებს მისას მას აღარავინ აწუხებს ეჭვებით!
ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივია: ბოკეზე ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალი დარეგისტრირებული წევრი ინტერნეტში ნაპოვნ კარგ ფოტოს დებს, ისე რომ არც წაუკითხავს კლუბის წესები და მერე თვითონვე იძახის, რომ ეს ფოტო მომწონსო და თქვენთვის მინდოდა მეჩვენებინაო. ხშირ შემთხვევაში, ამის შემდეგ ხვდებიან და ამას აღარ იმეორებენ, მაგრამ...
elia-gogo, თქვენ ახალი ბრძანდებით და ამდენი გამოცდილება ამისი არ გაქვთ, რაც ჩვენ გამოვიარეთ. ბევრი მაგალითი ვიცით, როდესაც თვეობით ველოდებით ზოგიერთ "პლაგიატს", სანამ ის სხვადასხვა მიზეზს მოიგონებდა, რომ ორიგინალი არ ეჩვენებინა და სანამ გამოვიჭერდით მას, რომელიმე ცნობილ სურათზე. ამიტომ არის ასეთი მწვავე რეაქცია. არავის უყვარს მოტყუებულის როლში ყოფნა.
ამიტომ, როდესაც ავტორი ჯერ უცნობია კლუბისთვის, ან მის ნამუშევრებს შორის ერთი ნამუშევარი მკვეთრად გამოირჩევა და ის მხატვრულობის და ტექნიკური შესრულების მხრივ წარმოადგენს ძლიერ ნამუშევარს, კლუბის ადმინისტრაცია სთხოვს მას წარადგინოს ფოტოს ორიგინალი. თუ ავტორმა ვერ შეძლო ამის გაკეთება და კლუბი ვერ ამტკიცებს, რომ ფოტო რომელიმე ცნობილ ფოტოგრაფს ეკუთვნის, ადმინისტრაცია მას აცნობს კლუბის შესაბამის წესს ელოდება შემდეგ ნამუშევარს, რომლის ავტორობის დამტკიცებას ის შეძლებს. თუ ავტორმა შეძლო ფოტოს ორიგინალის წარდგენა, მაშინ კლუბის ადმინისტრაცია თვალყურს ადევნებს ავტორის შემდეგ ნამუშევრებს და განიხილავს მის უფრო მაღალ სტატუსზე გადაყვანის საკითხს.
ასე, რომ, ასეთ შემთხვევებში არც ბრალის წაყენებაა საჭირო და არც უმალ აღიარება.
volume დიდი მადლობა კითხვისათვის და ალბათ ეჭვები ყველას რომ მოვუხსნა ამ სურათების უმეტესობა არის გადაღებული სონი DSLRA100W-ით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის...