შეცვალა კი არა, თავდაყირა გადამიტრიალა ცხოვრება ჯერ მეგონა, რომ სასიკეთოდ შეცვალა. მერე ვიფიქრე, რომ პირიქით, ყველაფერი დაინგრა, მერე .... მერე არ ვიცი რა ვიფიქრე, უბრალოდ მაინიაკალურად მივეჩვიე, და მიყვარს აქაურობა თუ შფოთვას იწვევს ეხლა ამის გარკვევის სტადიაშვი ვარ :დ
vakerman nekerman sekerman, ცხოვრებაში არაფერი შეუცვლია მაგრამ დავრწმუნდი ორ რამეში : " ყველაფერი რაც ბრწყინავს ოქრო არ არის" და "თუ ყვავი ვარდსა იპოვნის, თავი ბულბული ჰგონია გენაცვალე გულში ამ სიტყვებისთვის!!!! მე პირველად ეგ აქ გავიაზრე, ჩემდა სასიხარულოდ ყვავები ბულბულის ჰაბიტუსით იმდენია აქ, იცოცხლე Added @ ყველაზე კარგად მახსენდება ჩვენი ერთობლივი აკცია, ბავშვებს რომ დავეხმარეთ. კიდევ ერთხელ დიიდიი მადლობა ყველა იმ ბოკელს ვინც გვერდში ამომიდგა კარგი მხოლოდ ეს იყო.
მე ყოველთვის მიყვარდა სურათების გადაღება და შესაბამისად მომწონდა ეს საიტი,თუმცა ჩემს შედევრებს ვერ ვდებდი,იმიტომ რომ აპარატი არ მქონდა,ეხლა შეძლებისდაგვარად რაც მაქვს იმით ვიღებ და ძალიან მიხარია რომ ჩემი ფოტოებიც გახდა კომენტარების და კრიტიკის ღირსი ერთი სული მაქვს შემოვიდე და ვნახო ხოლმე ახალი ფოტოები ჩემთვის საინტერესო ჟანრებში
ფოტოების გადაღებას კიდე ის შეცვალა რო გამამხიარულა ჩემი კომპიუტერის არსებობას აზრი მისცა და... კიდე ის რო... მოკლედ ახალი და საინტერესო ხალხი გავიცანი და... გამიმხიარულა რა მოკლედ ცხოვრება
აზრი შემაცვლევინა ფოტოგრაფიაზე(ფოტოხელოვნებაზე), ანუ არასდროს მიტაცებდა ხელოვნების ეს განხრა ინ დღემდე სანამ ბოკეზე არ შემოვდგი ფეხი, ნუ ეხლაც დიდა არ ვგიჟდები ფოტოების გადაღებაზე, მაგრამ მაინც არის პროგერესი, ეხლა მივხვდი რომ ბოკე პროგრესია, თუმცა უკვე აღარ, ჩემთვის პროგრესი იყო პროგრესი იყო ერთ დროს.....
შეცვალა ის რომ თუ ადრე ქუჩაში დავდიოდი და ყველაფერს ერთი ფერით ვუყურებდი, ახლა უკვე "კადრებ-კადრებ" ვუყურებ არა ზოგი იფიქრებს ბოკესთვის იღებო.. უბრალოდ ამ სატზე შემოსვლის შემდეგ დავინტერესდი ფოტოგრაფიით და სიცარიელის რაღაც ნაწილი შემივსო
Added @ და კიდევ უუაამრავი საინტერესო ადამიანი გამაცნო
ბოკეს დამსახურებაა სურათებს რომ ვიღებ ადრე ვიღებდი მაგრამ უაზროდ მეყარა სახლში ახლა კი აღმოჩნდა რომ მარტო მე არ ვაფასებ ჩემ სურათებს და მიხარია სხვასაც რომ აინტერესებს