შემოსული კითხვა: "გამარჯობა წესები წავიკითხე, დავრეგისტრირდი, მაგრამ ფოტოებს მაინც ვერ ვდებ. იქნებ დამეხმაროთ. წინასწარ დიდი მადლობა!"
პასუხი: თქვენ იმყოფებით ვალიდაციის ჯგუფში, ანუ რეგისტრაციის საფეხური სრულად არ გაქვთ დასრულებული. იმისათვის, რომ შეძლოთ გალერეაში სურათების ატვირთვა და ფორუმში თემების გახსნა, აუცილებელია დაასრულოთ რეგისტრაცია. ამისათვის: რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ მისამართზე ბოკედან მოსულ წერილში მიყევით ანგარიშის აქტივაციის ბმულს.