მოკლედ ვცდილობ T3iს ყიდვას და მგონი ყველა შესაძლო ვარიანტს გადავხედე:
როგორც აღმოვაჩინე, ამაზონიდან რომ გამოვიწერო და განვაბაჟო იგივე დამიჯდება რაც ზუმერში რომ ვიყიდო. ამის მეზობელ თემაში გასცეს პასუხი კითხვაზე "ორიგინალია თუ არა აპარატი" ანუ მეც გამიჩდა ეგ კითხვა ზუმერთან დაკავშირებით და ანუ ყველაფერი რიგზეა.
მაგრამ აი გავიხედოთ და mymarketზე ასევე ფორუმ.geზე ვხედავთ რამდენიმე ტექნიკით მოვაჭრეს, რომელიც გვთავაზობენ საქონელს უფრო დაბალ ფასად ვიდრე ზუმერი.
ჩემი კითხვა მდგომარეობს იმაში თუ რამდენად სანდოა ასეთი მოვაჭრეები. გასაგებია რომ გარანტია არ იქნება თუმცა ზუმერის საგარანტიო პირობები რომ წავიკითხე მგონი რამე რომ მოხდეს ყველანაიარად შეეცდებიან დაგიმტკიცონ რომ შენი ბრალია.
ეხა მაგალითად პირადში მომწერეს ფორუმზე და მთავაზობს უფრო ნაკლებ ფასად ვიდრე ამაზონზე ღირს. იძახის რო ამაზონიდან გამოიწერა ყუთის გარეშე და მალე ჩამოვა. ძალიან მომხიბვლელი წინადადებაა მარა რაღაც ეჭვი მეპარება უბრალოდ ასეთი ძვირიანი ნივთი ცხოვრებაში არ მიყიდია და ძაან ყურადღებით მინდა მოვიქცე. თან უყუთოთ ანუ ტრანსპორტირებისას შეიძლება რამე დამართნოდა? :|
ხოდა ბევრი ხალხი აღარ შემოდის აქ მაგრამ იქნებ რამე მირჩიოთ?