BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> Tamron SP AF10-24mm f/3.5-4.5 Di II, Canon-ისთვის და Nikon-ისთვის

| |
Magdu
post Sep 10 2008, 10:37
#1 
Club Founder

Administration Administration
4,838


Photokina 2008-ს მოლოდინში, რომელიც გაიმართება კიოლნში, კამერების და ოპტიკის წამყვანი მწარმოებლები იწყებენ ფოტოგრაფიის მოყვარულთა მოზიდვას თავისი ახალი პროდუქტებით.

კომპანია Tamron-მა, სხვადასხვა მწარმოებლების DSLR-კამერების ოპტიკის ცნობილმა მწარმოებელმა, გამოაცხადა ახალი ზე-ფართეკუთხიანი ობიექტივის - Tamron SP AF10-24mm f/3.5-4.5 Di II გამოშვების შესახებ



სიახლე, თავისი ფოკუსური მანძილების დიაპაზონის გამო მოეწონება არქიტექტურის გადაღების მოყვარულებს

მინიმალური დაფოკუსების მანძილის (24სმ) გამო ობიექტივის გამოყენება შესაძლებელია ახლო მდგარი ობიექტების გადასაღებად. ის საკმაოდ მსუბუქია – 400 გრამი, რაც აადვილებს მის ტრანსპორტირებას შორეულ დისტანციებზე.

Tamron SP AF10-24mm Di II ტექნიკური მაჩვენებლები:

* ფოკუსური მანძილები: 10-24 მმ (16-37 მმ 35მმ (ანუ ფირის) ექვივალენტში);
* მაქსიმალური დიაფრაგმა : F/3.5-4.5;
* ხედვის კუთხე: 108° 44' - 60° 20';
* ობიექტივის კონსტრუქცია: 12 ელემენტი 9 ჯგუფში
* დაფოკუსების მინიმალური მანძილი: 24 სმ;
* მაქსიმალური გადიდება: 1:5,1;
* ფილტრის დიამეტრი: 77 მმ;
* ობიექტივის სიგრძე: 86,5 მმ;
* წონა: 406 გრამი;
* დიაფრაგმა: 7 "ფირფიტა";
* მინიმალური დიაფრაგმა: F/22;
* ბლენდა: "ფოთლიანი" მოყვება კომპლექტში.

იაპონიაში ობიექტივი გამოვა უკვე თვის ბოლოსთვის. ობიექტივები Pentax და Sony–სთვის გამოვა მოგვიანებით.

ავტორი: Марат Габитов
წყარო: http://www.3dnews.ru/
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·



Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 8th September 2025 - 03:19

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'