BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> ფრედერიკ ჰენრი ევანსი, EVANS, Frederick Henry

| |
Magdu
post Nov 25 2007, 23:45
#1 
Club Founder

Administration Administration
4,838


ფრედერიკ ჰენრი ევანსი
(26/07/1853 - 24/07/1943)


ინგლისელი ფოტოგრაფი, არქიტექტურული გადაღების(ფოტოგრაფიის) ერთ-ერთი პირველი ყველაზე ცნობილი ოსტატი. იყო ლონდონში ცნობილი წიგნების მაღაზიის გამყიდველი და მეპატრონე.
1882 წლიდან ევანსს ფოტოგრაფია იტაცებს. მოყვარული ევანსი წარმატებას აღწევს არქიტექტურის და პეიზაჟების გადაღებაში. 1898 წელს თავს ანებებს წიგნებით ვაჭრობას და მთელ თავის დროს უთმობს ინგლისის და საფრანგეთის ეკლესიების გადაღებას.
მისი ყველაზე ცნობილი და სახასიათო ნაშრომია - ”საფეხურთა ზღვა” ან ”ნაბიჯთა ზღვა” («A Sea of Steps», 1903) შესრულებული ქ. უელსის (სომერსეტის საგრაფო. ინგლისი) ტაძარში.


არქიტექტურული ფოტოგრაფია არსებობდა მანამდეც, მაგრამ იმის გამო, რომ ის იყო ყოფითი და უმრავლეს შემთხვევაში პროტოკოლური ფოტოგრაფია, ევანსი ხშირად კვირების განმავლობაში სწავლობს (ეცნობა) ეკლესიებში, დღის სხვადასხვა მონაკვეთში ბუნებრივი განათების თავისებურებებს, იმისათვის რომ იპოვოს ის განსაკუთრებული ეფექტები, რომლის გადაღებაც მას სურს. მაგალითად ”ქვის სიძლიერე”, ამის დიდებული მაგალითია მისი ნაშრომი ”The Sea of Steps” - ”ნაბიჯთა (საფეხურთა) ზღვა”
ღირებულია ევანსის ნაშრომების შედარება გამოცდილი ფოტოგრაფის, ფრენცის ბედფორდის ნაშრომებთან. ბედფორდის ფოტოგრაფია ძირითადად ეხება ფაქტობრივ ვიზუალიზაციას, ამავე დროს ევანსის ნაშრომები ნამდვილად განსხვავებულია, მათში ჩანს ევანსის ტრფობა ტექსტურის მიმართ, მისი დამოკიდებულება წონის და ბალანსის, სივრცის, შუქის და ჩრდილის ეფექტის გადმოცემის მიმართ.
1901 წელს ევანსი ხდება საზოგადოება ”Linked Ring”-ის წევრი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სამეფო ფოტოგრაფიული საზოგადოების (Royal Photographic Society - RPS) კონსერვატიულ მიდგომას. თუმცა აღნიშნულ პერიოდში, მისი ნაშრომი ორჯერ გამოიფინა RPS-ში და მას 1928 წელს მიენიჭა საზოგადოების საპატიო წევრობა (Honorary Fellowship of the Society).
ევანსი, სხვა თანამედროვეებისგან განსხვავებით, უარყოფს ნეგატივზე ან ანაბეჭდზე მანიპულაციას და თვლის, რომ ფოტოგრაფიული გამოსახულება ექსპონირების შემდეგ არასოდეს არ უნდა იყოს ”გაუმჯობესებული” ფოტოგრაფის მიერ.
ევანსი წინააღმდეგია ”ბეჭდვის მართვისა” და უპირატესობას ანიჭებს ”სუფთა” ფოტოგრაფიას. მისთვის ასევე მიუღებელია მე-20 საუკუნის დასაწყისში წარმოშობილი ტენდენცია ე.წ. ”შემთხვევითი ეპიზოდების დაფიქსირებისა” ე.წ. ქუჩის სცენების გადაღება. ის თვლის, რომ ფოტოგადაღების ღირსეული არის მხოლოდ სტატიკური უბიექტები, რომლებიც ფლობენ სრულყოფილ სილამაზეს.
1900 წლის 25 აპრილს სამეფო ფოტოგრაფიულ საზოგადოებაში წაკითული ლექციაზე, ის აცხადებს:
”მე ჯერ არ ვყოფილვარ საკმარისად მამაცი, რომ რამე მეცადა (თუ საერთოდ არის რამე) პლატინოტიპზე (platinotype). მე არ ვმუშაობ ნახშირბადთან. ახალი ბეჭდვა, ვშიშობ ჩემთვის არაა. მე უფრო მაინტერესებს მარტივი, ადვილი, პირდაპირი ფოტოგრაფია. მის საუკეთესო და უადვილეს, შუქის და ჩრდილის ეფექტით, რომელიც ასე მაოცებს. ჩემი ფოტოსურათები არის ხელუხლებელი, უცვლელი ნეგატივისგან, ბეჭდვისას ცვლილებების გარეშე გარდა ჩვეულებრივი ტექნიკური დეფექტის გამოსწორებისა, ან შემთხვევით დაწეული შემოსული თეთრი შუქის ამაღლებისა. ”

ის დიდი მოთმინების ადამიანია, ხანდახან თვეების განმავლობაში ელოდება ეფექტს, რომლის აღბეჭდვაც სურს. მისი ნაშრომების ნაწილი გამოქვეყნდა Camera Work ბევრ გამოცემაში.
ჯორჯ ბერნარდ შოუ, რომელიც წერდს შესავალს ევანსის ნაშრომებისთვის (1903 წლის ოქტომბერი) აჩვენებს ევანსის სრულყოფილების გრძნობას და იმ გზას, რომლითაც ის აღწევს მიზანს: ”ის მიდიოდა ინგლისური კათედრალის წინამძღვართან - პირთან, რომელთანაც შედარებით შეერთებული შტატების პრეზიდენტი უბრალო ჭიაყელაა, და ვისთანაც ვერც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვერ მიდიოდა სადღესასწაულოდ გამოწყობილი, ევანსი კი - უჩვეულო აბრეშუმის საყელოთი, ლურჯი ჰალსტუხით და ქუდით, შტატივით იღლიის ქვეშ.


ის მიმართავს წინამძღვარს, მისივე კათედრალში, მიუთითებს უამრავ სკამზე, რომლებიც ფარავდნენ ეკლესიის დიდებულ იატაკს და ეუბნებოდა - ”მე მინდა, რომ ესენი მოაშოროთ.” დეკანიც იძულებულია უსიტყვოდ დაემორჩილოს ევანს. ბოლო მითითებად კი დეკანს რჩება ზოგიერთი კარის გაღება, იმისათვის რომ 2 საათიანი ექპოზირების დროს შუქმა შეავსოს მოცულობა.”


ევანსი თავს ანებებს ფოტოგრაფიას პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მაშინ როდესაც უკვე შეუძლებელია პლატინის შოვნა.

თავისი ცხოვრების ბოლო წლებში, ევანსი პრაქტიკულად საზოგადოებისგან არის მივიწყებული. ის მთლიანად დაკავებულია საკუთარი კოლექციის ფოტოსურათების რეპროდუქციების გამოშვებით.
_________________________________________________________


























 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
Magdu   ფრედერიკ ჰენრი ევანსი   Nov 25 2007, 23:45
Magdu   dathuna - მე ჩემი პირობა შევასრულე. სადაა შე...   Nov 26 2007, 00:05
oshkhe   ვახ, ვახ,ვახ........ გაიხარე... მადლობა :)   Nov 26 2007, 00:42
N67   დიდი დიდი მადლობა ასეთი კარგი თემისთ...   Nov 26 2007, 13:07
dathuna   დიდი მადლობა ძალიან მომეწონა :)   Nov 26 2007, 17:30
tavadi   Magdu, ფრიად ვისიამოვნე :bravo: dathuna, და სად არი...   Nov 26 2007, 22:58
hey sexy   ძალიან მომეწონა, მშვიდი ფოტოებია   Dec 28 2007, 18:43
DIKARKA   მოვიტყუები ალბათ,რომ ვთქვა მომწონს თ...   Dec 28 2007, 19:26
Magdu   DIKARKA, არც არის სავალდებულო ყველაფერი მ...   Dec 28 2007, 19:49
xatunia   :smile_068: :vasha:   Dec 28 2007, 20:40
Tarkhan Gasviani   ვეერ გავიგე რა უნდა ამ კაცს   Dec 31 2007, 18:20
dathuna   tavadi, სად არის და ვერ გავხსენი, ქართულად ...   Dec 31 2007, 18:22
MAMONT   dathuna, ლინგვო ადამიანების მეგობარია   Jan 7 2008, 16:13
dathuna   MAMONT, ხო, შევასრულე უკვე პირობა :D   Jan 7 2008, 19:52


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 8th July 2025 - 03:08

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'