საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ მთავრობას ახალი კანონპროექტი წარუდგინა. “საბაჟო გადასახადების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით მოქმედი საიმპორტო ტარიფების სისტემა 14%, 15%, 16%, 17%, 18%, 20%, 25%, 30%-იანი განაკვეთებით, კანონის ამოქმედებისთანავე 12%-მდე შემცირდება, საიმპორტო ტარიფი 6%, 7%, 8%, 10% – 5%-მდე დავა, ხოლო საიმპორტო ტარიფი 4% – 0%-ს გაუტოლდება.
2007 წლის 1 იანვრიდან საბაჟო გადასახადის განაკვეთი 12% – 5%-მდე შემცირდება. საბაჟო გადასახადის განაკვეთი 5% უცვლელი დარჩება.
2008 წლის 1 იანვრიდან საბაჟო გადასახადის განაკვეთი 5% – 0%-ს გაუტოლდება.
****************************** ეხლა რაც შეეხება ფოტოტექნიკას. ობიექტივები, ფილტრები, გასანათებელი საშუალებები, 35მმ-იანი სარკისებრი აპარატები და მოკლედ ყველანაირი ფოტოტექნიკა დღეს იბეგრება 5%-იანი განაკვეთით. 2008 წლის 1 იანვრიდან კი ეს 5%-იც მოისხნება.