Gift From Uncle ყოველთვის არ შველის საქმეს მანდ 2 პრობლემაა: 1. თუ მებაჟეს ეჭვი შეეპარა, ყუთში ჩაიხედა და შიგნით ახალი ტექნიკა ნახა, დაიბეგრები. თუ იტყუები, კულტურულად ამას კონტრაბანდა ქვია! თუ ნახმარი ტექნიკაა, ამაზე ალბათ არ მოგედავებიან. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება დამრჩა იქ და ეხლა მიგზავნიან. მოკლედ, ნორმალურ ქვეყნებში ასე ხდება - საჩუქრებიც იბეგრება. 2. როდესაც ყუთში 2000 ევროს ღირებულების Zeiss-ის აპარატურა დევს, რომელიც ოფლითა და სისხლით მოპოვებული ჯამაგირით გაქვს გადახდილი, ხოლო ყუთს აწერია „ნასკები ან ხევსურული წინდები“, ამანათის დაკარგვის შემთხვევაში (თუ დაზღვეულია) აგინაზღაურდება 4 ლარი, იმიტომ რომ ხევსურული წინდები ბაზარში სწორედ ამდენი ღირს. მე პირადად გერმანიაში დამიკარგეს ამანათი და საბედნიეროდ ყუთზე „ნასკები“ არ ეწერა!