მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ლუდვიგ ვან ბეთხოვენი. დავიბადე ბონში, ფლამანდური წარმოშობის მუსიკოსის ოჯახში. ადრე ვისწავლე კლავესინზე, ორღანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა. 1781 წლიდან მუსიკაში ვმეცადინეობდი ცნობილი კომპოზიტორისა და ორღანისტის კ.ნეფეს ხელმძღვანელობით. პირველი ნაწარმოები, ვარიაციები კლავირისათვის ე.დრესლერის მარშის თემებზე შევქმენი 1782 წელს. 1787 წელს ვეწვიე ვენას, სადაც ცოტა ხანს ვმეცადინეობდი მოცარტთან. 1789 წელს ვისმენდი ფილოსოფიის ლექციებს ბონის უნივერსიტეტში. 1792 წლიდან კი სამუდამოდ დავსახლდი ვენაში. აქ ვსრულყოფდი კომპოზიციის ოსტატობას ი.ჰაიდნის ხელმძღვანელობით. ჩემი მასწავლებლები იყვნენ ასევე ი.ალბრეხტსბერგერი და ა.სალიერი. მე მალე მოვიპოვე აღიარება როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა. 27 წლისას დამეტყო სიყრუის ნიშნები, დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც ჩემთვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა. ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი პერიოდი დამთავრდა 1802 წელს. ამ დროისთვის შექმნილი მქონდა სიმფონიები: დო მაჟორი და რე მაჟორი, 17 საფორტეპიანო სონატა: "პათეტიკური" "სამგლოვიარო მარშით" "მთვარის პირველი სამი საფორტეპიანო კონცერტი, სავიოლინო და სავიოლანჩელო სონეტებისა და სიმებიანი კვარტეტების ნაწილი, ბალეტი "პრომეთეს ქმნილება". მეტად ნაყოფიერი გამოდგა ჩემი მოღვაწეობის შუა პერიოდი. ამ წლებში დავწერე ისეთი გენიალური ქმნილებები, როგორიცაა მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 სიმფონიები, მუსიკა გოეთეს ტრაგედიისათვის "ეგმონტი", ოპერა "ფიდელიო"; უვერტიურები: "კორიოლანი", "ლეონორა"-N1, N2, N3, ფანტაზია ფორტეპიანოს, გუნდისა და ორკესტრისათვის; საფორტეპიანო კონცერტები N4, N5 და სხვა. 1813-1817 წლებში შემოქმედებით დეპრესიას განვიცდიდი. ახ. აღმავლობა დაიწყო 1818 წლიდან და გაგრძელდა თითქმის გარდაცვალებამდე. ამ დროსაა შექმნილი ჩემი უკანასკნელი 5 საფორტეპიანო სონატა, 5 სიმებიანი კვარტეტი, "საზეიმო მესა" და ჩემი შემოქმედებითი მწვერვალი მე-9 სიმფონია. ცხოვრების უკანასკნელი წლები გავატარე თითქმის სრულ სიმარტოვესა და სიღარიბეში.