მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
იკი-ირაკლი ბაზაძე თეიმურაზის ძე, დავიბადე 1985 წლის 7 თებერვალს ქალაქ თბილისში (ფილარმონიის გვერდზე რომ სამშობიარო აი იქ), ვსწავლობდი ბევრ სკოლაში, ჩემდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ სკოლაში შევედი 5 წლის, 4 კლასამდე ვსწავლობდი 1-ველ ექსპერიმენტალურში ,შემდეგ ჩემდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ საქართველოში მომხდარი არეულობის გამო წამიყვანეს მოსკოვში, შემდეგ ჩემდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ ცოტა რომ დაწყნარდა აქ სიტუაცია ისევ ჩამომიყვანეს, და ვსწავლბოდი 53 სკოლაში მეექსვე კლასიდან, 10 ჩემდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ გჰადავედი სპორტულს სკოლაში რომ გამოცდები თავიდან ამეცილებინა რასგან არ მეცალა სამეცადინოდ (ჩემდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ) ვიყავი საქართველოს ნაკრების წევრი 8 წელი წყალბურთში, მრავალი ტიტულის მფლობელი, 1 კვირის წინ დავამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვარ საერთაშორისო სამართლის მცოდნე (იდეაში) ასევე უმცროსი ლეინტენანტის წოდება მომანიჭეს, და ავტომატიც მასროლინეს რუსთავის პოლიგონზე. ხუთ აგვისტომდე ვსწავლობ კავკასიის ბიზნეს სკოლაში და იმასაც ვამთავრებ მალე, და ვიქნები მარკეტინგის სპეციალისტი. ვმუშაობ კერძო მარკეტინგულ კვლევით ორგანიზაციაში, ვარ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის "მოადგილე" სულ 4 თვეა რაც დავიწყე პირველი სამუშაო ჩემს ცხოვრბაში, ტაკს რაც შეეხება ინტერესის სფეროებს, ვცდილობ გადავიღო და გამომივიდეს ნორმალური ფოტოები, მგონი არ გამომდის ასევე ვარ ფრენოლოგი, შემიძლია ავაფრინო თვითმფრინავი მაგრამ მერე ვერაფერს ვეღარ შეგპირდებით, ცოლი არ მყავს სამსახურში ბუღალტერმა მითხრა 30 წლამდე არ მოიყვანო თორე მანამდე მოგბეზრდებაო, არ მჯერა! უფრო ადრე მოვიყვან რომ ბავშვებს ბებერი მშობლები არ ყავდეთ, ვაი და 60 წლის ვარ და 10 წლის შვილი მყავს ინფაქტით რომ დავიბრიდო ვინ მოუვლის მერე?!!! ხოო კიდე მაინტერესებს ცურვა, თხილამურები, იარაღებიდან სროლა, ნადირობა. მინდა გავხსნა სარეკლამო სტუდია მაგრამ ფართი ვერ ვნახე დასაქირავებელი მყავს 22 წლის ძმა. ხოო კიდე? ჰმმ 3 დღის წინ პატრულში მაჩვენეს, დიდი მადლობა პატრულს!!!! თუ კიდე რამე გაინტერესებთ PM-ში მკითხეთ.