მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ლევან საცობ ლავრენტ ლეონტ ლევანის ძე კაკაბაძე პროფესიით ბომჟი, სტუდენტი და დავიბადე 16 ივლის 11:30 წუთზე 19(ათას ცხრაას) არეულობაში
ჰობი: ფოტოგრაფია ფინანსები და საბანკო საქმის განხრით, ფეხბურთი რეგბის ბურთით ან პინგ პონგის ლაპტით (უკიდურეს შემთხვევაში ჭადრაკის დაფით ან ქვებით), მუსიკა არ მიყვარს, ვერ ვიტან რეპს, როგორ შეიძლება ადამიანმა მოუსმინოს რეპს, ლაქლაქებენ უაზროდ, (ხო ისე ვუსმენ რეპს) და საერთოდ ყველაფერს რაც ისმინება (ოღონდ აპარატით არა (მოსასმენი აპარატი მაქვს მხედველობაში (მხედველობაში და არა სმენაში))).
წიგნები: ვინი პუხი, მიკი მაუსის კომიქსები (სამწუხაროდ ბოლო ნომერი არ მაქვს ნანახი(თუ ვინმეს გაქვთ გთხოვთ გამომიგზავნოთ(მისამართს მოგწერთ PM-ში))), სუპერმენი, და ა.შ.
ვსწავლობ ბათუმის სახელმწიფო ვეფხისტყაოსნის ავტორის სახელობის საბომჟეთში (ყოფილი ბათუმის უშნოთა და კოჭლთა ხელოვნების ინსტიტუტი).
აჰა მორჩა... ჯერ ჯერობით გეყოფათ, თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი ბიოგრაფია ღრმად და ფილოსოფიურად ესთეტიკის განხრით გთხოვთ გადაიკითხოთ ხელახლა.
დიდი სიყვარულით ლევან საცობ ლავრენტ ლეონტ ლევანის ძე კაკაბაძე