მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
1. ნიკი - gogann (დაოჯახებამდე ვიყავი ვან-გოგი, ცოლის მოყვანის შემდეგ გავხდი გოგ-ენი)
2. სახელი, ასაკი - გოგი, 39 წლის
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - დამთავრებული მაქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი; ვმუშაობ ერთ-ერთ სამეცნიერო-კვლევით ფირმაში.
4. ჰობი - ბუნებაში ხეტიალი, კაკტუსების შეგროვება, ფოტოგრაფია, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, მეგობრებთან ერთად დროს ტარება: ქეიფი, სიმღერა (ვიწრო წრეში).