მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ნინი სარალიძე... დავიბადე 1990 წლის 12 თებერვალს (ანუ 16ის ვარ) ვსწავლობ David W. Butler High School-ში... 11-ში გადავედი... სკოლას ვერ ვიტან, ამიტომ გეგმის შემუშავებას ვაპირებ, რომ ავაფეთქო.... ფოტოგრაფია მომწონს ძალიან, მაგრამ ვერ ვახერხებ... ჩემი თავის მოდელი ყოველთვის მე ვარ.... რადგან ვიცი როგორი ემოცია მინდა წამოვიდეს ფოტოდან და ასევე, როგორ გადავიღო, მაგრამ ეს უკანასკნელი ძნელია.... ადვოკატობას ვაპირებ... ხო სულ დამავიწყდა, ამერიკაში ვარ 19 თვეა....