მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
akakiarch 19 წლის აკაკი ზერეკიძე დავიბადე ქ. თბილისში 1986 წლის 11 ივლისს გავიზარდე მანდ. დავამთავრე სკოლები 2. მერე შევედი სახვითი ხელოვნების კოლეჯში სადაც არქიტექტურას (ეცადნენენ)"მასწავლიდნენ":) ამჟამად ვსწავლობ ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე ვარ მე-3 კურსზე. მიყვარს არქიტექტურა (შემიყვარდა ძაან ) ვგიჟდები თევზაობაზე (შემიძლია მთელი დღე და ღამე ვითევზაო თან საჭმელსაც არ შევჭამ თუ კალმახზე ვთევზაობ და თევზს საერთოდ არ ვჭამ) პოტოგრაფიის ისტორია დაიწყო მარტივად ფოტოაპარატი გამომიგზავნეს საფრანგეთიდან საჩუქრად და გავსინჯე "უცხო ხილი". მორჩა ...... P.S. ცოლი არ მყავს და რათ მინდა?