კაი რამე გიპოვნია! გილოცავ მთავარი რა არის იცი? ეგეთი ძველი რაღაცეები ფიქრს გაიძულებენ და მეტ ყურადღებას აქცევ ყველაფერს გადაღების პროცესში. ნახავ ცოტა ხანში რა ფოტოებს დადებ! შეიძლება ფერადზე ცოტა მოყვითალო გადაჰკრას, მაგრამ ფოტოშოპი და მისი ჯანი. კიდევ უკეთესი თუ შავთეთრს გადაიღებ.
ერთი ვერ გაგყევი რა.... მომისმინე: მშრალ ხიდის გადახურულ ბაზრობაზე სულ ქვემოთ მტკვრისაკენ დახლზე შაბათ-კვირას ერთი სომეხი რობერტა ვაჭრობს ფოტოაპარატებით და აკორდეონებით. მაგას აქვს მაგ აპარატზე რომ მიდის ცაისის "რადნოი" ლინზა. თუ არ ვცდები 20 ლარად უნდა ყიდდეს. უნდა აიღო მე თუ დამეჯერება