მეც თითქმის ყოველთვის RAW-ში ვიღებ და შედეგიც ყოველთვის უკეთესია. ასევე მიმაჩნია, რომ 16 ბიტში გახსნაც უფრო კარგია. როგორც ნიკამ აღნიშნა, შრეებად დამუშავება საუკეთესო ვარიანტია (ჩემი ბოლო ფოტოც ამ მეთოდითაა გაკეთებული და ურიგო არ უნდა იყოს). ასე რომ, ვფიქრობ RAW-ში გადაღება საბოლოო შედეგის თვალსაზრისით უფრო მომგებიანია.