Nika: ეგ როცა დიაპაზონი არ ყოფნის ალბათ..მაგის გაკეთება თვითონ ფოტოშოპშიც ხომ შეიძლება...
მე მაგალითად Adobe Camera RAW-ში როცა მინდა დამუშავება (ფოტოშოპამდე) შემდეგს ვაკეთებ (სადღაც წავიკითხე და პრაკტიკაშიც ურიგო არ არის): ჰისტოგრამის მიხედვით ვასწორებ – ყველა სლაიდერს ვაყენებ ნოლზე და მერე ვიწყებ ყველას გასწორებას და ვუყურებ ჰისტოგრამას რომ კედლებზე არ ავიდეს. მერე მეორე ტაბზე გადავდივარ და ხმაურს ვასწორებ. ასე ფოტო ემსგავსება რაღაცას, მაგრამ კონტრასტი გაცილებით უფრო კარგად სწორდება ფოტოშოპში. ასევე მე პირადად თეთრის ბალანსის გასწორებაც ფოტოშოპში მირჩევნია.