n.n.n, ციფრული კამერით სურათის გადაღებისას მისი სენსორული კრისტალიდან ხდება ფიქსირებული მონაცემების მიღება და მისი დამუშავება ამ სენსორის და რეალური გამოსახულების თანასწორობის მისაღებად, ნებისმიერ შემთხვევაში სენსორი ერთნაირად იღებს ყველაფერს, კამერაში ცვლილება მხოლოდ დაყოვნების დროსთან და ოპტიკასთან არის დაკავშირებული, თვითონ სენსორი არაფერს არ ცვლის. სენსორიდან მიღებულ მონაცემებს (RAW) გააჩნიათ დიდი სიღრმე და ამავე დროს ცდომილება. ნორმალური გამოსახულების მისაღებად დაგჭირდება მისი დეტალური დამუშავება რაც ხანდახან ძნელი მისაღწევია. კამერის პროცესორმა იცის ფორმატის და ცდომილების სპეციფიკა ადვილად ღებულობს საჭირო გამოსახულებას, მაგრამ უკვე ნაკლები ფერის სიღრმით. RAW ფორმატი ფერის სიღრმის და საწყისი მონაცემების ახრჯზე მეტ შესაძლებლობას იძლევა დამუშავებისათვის, მაგრამ საბოლოო შედეგი "ხელით" არც ისე ადვილი მისაღწევია, ამიტომ ხშირად მწარმოებლების მიერ მოწოდებულ RAW-ის დამამუშავებელ პროგრამებს იყენებენ