მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ხომ... ჩემი ნიკია Ninie, სახელი და გვარი კი ნინო ოზბეთელაშვილი, წარმოშობით ვარ ქიზიყელი რითაც ძალიან ვამაყობ, ეხლა მოყოლას არ დავიწყებ რატომ იმედია საქართველოს ისტორია ყველამ იცით , ვცხოვრობ უმაგრეს ადგილზე წყნეთში, რითაც ასევე ძალინ ვტრაბახობ, წყნეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ხმამაღლა ვაცხადებ ვ გ ი ჟ დ ე ბ ი წყნეთზე. ახლა განათლება, ვარ გამოყენებითი მათემატიკის მაგისტრი, თუმცა ასევე ვარ ინფორმატიკის ბაკალავრი და გამოგიტყდებით პროგრამირება უფრო მიყვარს, მუშაობითაც ამ პროფესიით ვმუშოაბ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო სამართველოში პროგრამისტად (მთელი სტუდენტების ბაზა ჩემ ხელშია ). მანამდე მიმუშავია სკოლაშიც, მეცნიერებათა აკადემიაშიც და სარეკლამო კომპანიაშიც კი . ინტერესები: რადგან აქ ვარ ე.ი. მიყვარს ფოტოგრაფია და საერთოდ ხელოვნება, საქართველოს უნიკალური ბუნება, მუსიკა (თუმცა ძალიან კონტრასტული გემოვნება მაქვს), და ლიტერატურა. ხომ მისამართს არ დავწერ (მერე წყნეთში შემაწუხებთ ) ხომ სულ დამავიწყდა ვარ 25 წლის აი, ასე