მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
მე გახლავართ თამარ საბახტარიშვილი იგივე თამუნა იგივე თამარა იგივე ბაკო და ა.შ. ჩემს სახელებს მეთითონ ვეღარ ვითვლი ვარ 25 წლის (თუმცა როგორც ქეთი მელუა გვიმღერის - feelin 17)... ოთხი თვეა რაც სამშობლო დავტოვე და ოკეანის გაღმა გავეშურე მეუღლესთან.. ფოტოგრაფოა ჩემი ჰობია და ჯერ ასე ვთვქათ ახალბედა ვარ ამ სფეროში ... ოდესმე მინდა რომ გავხდე პროფესიონალი... მიყვარს მუსიკა - ის ჩემი ყველაზე დიდი სულიერი საზრდოა.. მიყვარს ის რაც უცნაურია და უცხოა... კიდევ ბევრი რამის თქმა შემიძლია მაგრამ ამაზე გავჩერდები