მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ქეთევან, ქეთი მეგრელიძე, 21 წლის პარამეტრები და მისამართ/ტელ.ნომრები არაო ხო? ვეუფლები ეკონომიკასა და ინფორმატიკას ერთად, როგორო არ მკითხოთ, იქაც არ იციან
როგორც ვიტყვი ხოლმე just love life , მუსიკის გარეშე გამიჭირდებოდა, ვუსმენ განწყობის მიხედვით თითქმის ყველაფერს, უპირატესობას ვანიჭებ ელ.მუსიკას და როკს, ცოტას წავიფსიქოლოგებ ხოლმე, მაგრამ რომ ჭედავენ ისე არა მიყვარს საერთოდ ხელოვნება და წიგნები, ხოდა კიდე სპორტული მანქანები.....ვგიჟდები ცურვაზე, ბავშვებზე და ჭრელ ფერებზე, მიყვარს ბუნება...და კიდე 10000 რამ ხო, მადე ინ ტიფლის
ბოკე-ს შესახებ ნათლიაჩემისგან გავიგე, რომელიც მხატვარია, ფოტოებს ბავშობიდან იღებს, დამანათლა ხელოვნების სიყვარული, მაგრამ უნიჭო ვარ ფრიად და სხვათა შემოქმედების ცქერით შემოვიფარგლები
მე მაპატით ამდენი სიმბოლოს გამოყენებისათვის გმადლობ, ვინც დამდო პატივი და ჩემი ჯღაბნულა წაიკითხა