მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
მე ვარ მარიკუსა მარი გაგანაშვილი, დავიბადე ქ. თელავში 1980 წლის 30 მარტს, ახლა 26 წლის ვარ. პროფესიით პედაგოგი, თუმცა ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. ვმუშაობ სახელმწიფო სამსახურში (ოპერატორი). ეს საიტი ჩემა მეგობარმა მაჩვენა, სულ ახალბედა ვარ, გუშინ გავწევრიანდი და ერთი სურათიც დავაგდე)). ჩემი ჰობია ფოტოგრაფია, კარგი მუსიკა, ჯანსაღი იუმორი, კითხვა და ა.შ. ჯერ ნაკლებად მაქვს სურათები, იმედი მაქვს შემდგომში სერიოზული ნამუშევრებიც მექნება ვარ გასათხოვარი))) რამდენი ვილაპარაკე))) ძალიან კარგი საიტია) დიდი მადლობა საიტის ავტორებს, ვუსურვებ დიიიდ წარმატეტებს)