მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
შევეცდები მოკლედ მოგახსენოდ. არ მინდა ვინმემ თავის გამოჩენაში ჩამითვალოს, უბრალოდ დავწერ იმას რაც ვარ. ამავე დროს არ მინდა რომელიმე ჩემს საქმიანობას ვაწყენინო და გამომრჩეს. მოკლედ კარლოსი არის დავით ელბაქიძე-მაჩავარიანი. არ დავიწყებ ისტორიის მოყოლას თუ რატომ ორი გვარი, არამგონია ვინემს აინტერესებდეს უბრალოდ ვიტყვი რომ ეს ორივე მშობლების გვარებია. 27 წელია ვამძიმებ ამ პლანეტას... ოფიციალური პროფესიები: საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი - დიპლომატია, სამართალცოდნეობა - სისხლის სამართალი, კრიმინალისტიკა ნუ ეს უკვე სხვა სფეროდან არის... სამუშაო სიტუაციები, დაწყებული სასცენო განათებიდან დამთავრებული სცენაზე გამოსვლებით (დიდი ხნის წინ). ჯურნალ კაკადუს თავდაპირველად ტექნიკური ჯგუფის ხელძღვანელი შემდეგში კი ტექნიკური რედაქტორი. გრძელდებოდა 3 წელი. დღევანდელი სიტუაცია. გრიბოედოვის თეატრი - დიზაინერ გრაფიკოსი. ძირითადი 5 წლის საქმიანობა პოლიგრაფია და კომპიუტერული გრაფიკა. პარალელურად ვმუშაობ მუსიკალურ ალბომზე (ეს სხვა სფეროა არ დავიწყებ დაკონკრეტებას). გატაცებები: ასტრონომია, ხეზე მუშაობა, ფერწერა, არქიტექტურა... საინტერესო სფეროები. მითოლოგია, დასხვა ხალხის რელიგიები. მათ შორის მკდვარი რელიგიები. განსაკუთრებით სკანდინავიური მიმდინარეობები (25 პროცენტი სკანდინავიური სისხლია ჩემსი და ამით არის ეს განპირობებული), ისტორია. ეხლა იმაზე თუ რა კავშირში ვარ ფოტოგრაფიასთან? ადამიანის დიდ ნიჭად მიმაჩნია მისი ხედვა და აღქმა, იმის აღქმა რასაც იგი თავისი ოლიმპიდან უყურებს... ეს ეხება ყველა ხელვნების დარგს რაც კი არსებობს. ფოტოგრაფია მიმაჩნია ხელოვნებად (მართალია მე ვაჩხაკუნებ, მაგრამ...) აქედან გამომდინარე მინდა ვცადო ამ ყველაფრის საკუთარ თავზე გამოცდა. ჰო რაც მთავარია დამავიწყდა მე უბრალოდ ადამიანი ვარ...