მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ჩემზე უმეტესობამ ალბათ ბევრი იცის: შოთა მეგრელიშვილი 26 წლის პროფესიით - მაგისტრი მათემატიკაში პროფესიული კარიერა - ასაკისთვის საკმაოდ დიდი: საინფორმაციო ტექნოლოგიების და მარკეტინგის ექსპერტი. ვმუშაობ მაგთიკომის მარკეტინგის განყოფილებაში. გამოვლილი მაქვს რამდენიმე პრესტიჟული კომპანიის სამსახური. მართვის და მენეჯმენტის კარგი გამოცდილება დაქვემდებარებულ სამუშაო ჯგუფებთან, მასს-მედიასთან, უცხოელ პარტნიორებთან. რამდენიმე ინტერნეტ-დიზანინისა და პროგრამირების კონკურსის გამარჯვებული. ჰობი - კინემატოგრაფია, ფოტოგრაფია. ექსტრემალური სპორტი (ვარ ბაიკერ კლუბი "კამელოტის" ერთ-ერთი თანადამაარსებელი), წყალქვეშა სამყარო, სპორტი, ცურვა. სახლის მისამართი კლუბის ბევრმა წევრმა იცის. ჩემი სახლის კარები ყოველთვის ღიაა ჩემი მეგობრებისთვის ფოტოკლუბიდან ოჯახური მდგომარეობა - დასაოჯახებელი, მაგრამ აპაჩის კონკურენციას არ გავუწევ, პირობას ვიძლევი ეს ძალიან მოკლედ ჩემს შესახებ (რომ ეკატერინემ ეხლა იმაზე არ იჩივლოს, როდის მორჩება ეს კაცი წერასო )