მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
მოკლედ... ვიწყებ გრძლად.. 1982 წლის 27 სექტემბრის გვიანი ღამე იყო როცა ქუთაისის ერთ ერთ უძაანმაგრეს და კოლორიტულ უბანში, საფიჩხიაზე, დაიქუხა თოფმა, ამდროს მოევლინა საქართველოს ერთი დიდი და თავის ქალაქზე უზომოდ შეყვარებული ჭაბუკი არჩილ მიხაილოვიჩ გეგენავა, იგივე აპაჩით წოდებული, დავამთავრე ქუთაისის არანაკლებ უძველესი და უძაანმაგრესი უბნის სკოლა, ჭომის 26 საშუალო სკოლა ხოდა ამის მერე სტავლა გავაგრძელე ნ. ნიკოლაძის სახელობის ეკ. ლიცეუმში საკმაოდ პატარამ და ტანმორჩილმა, ესეიგი ლიცეუმი რო დავამთავრე მერე გავიფურჩქნე და ავიყარე ტანი რომელის შემდეგაც 6 წელი გავიდა და ახლა უკვე 1, 84 ვარ, რაც შეეხება უნივერსიტეტს ესეიგი ვსწავლობ (ჯერ კიდევ) საქართველოს სუბტრ. მეურ. სახ უნიში (წელს ვამთავრებ) აგრ. სამრ. კომპლ. დარგ. ეკ და მართ. - -დამთავრების შემდეგ მექნება ეკ. მენეჯ კვალიფიკაცია, ვმუშაობ ქ. ქუთაისის ადგ თვითმმ-ში დამლაგებლად (კომპ სისტემის), ესეიგი ფოტოგრაფია ჩემი ჰობია, მიყვარს ხინკალი, მწვადი ხაჭაპური და კაი იმერული რვინო!.. ესეც ასთე........ e.k.a.t.e.r.i.n.a, კმაყოფილი ხარ? ---------- ხო ისა.. დამავიწყდა... ვარ პერსპექტიული სასიძო... მიცნობს ქუთაისის ნაღები საზოგადოება, და დაინტერესების შემთხვევაში შემეხმიანეთ!...