მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
e.k.a.t.e.r.i.n.a, კაი არ იტირო მე თამთა ვარ ბერძენაძე 21 წლის, სტუდენტი, საბანკო საქმეს ვეუფლები ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჯერ არ ვმუშაობ. ჩემთვის ჰობი ჩემი სპეციალობაა, შეიძლება ითქვას, რომ ბანკზე მაბოდებს! რაც შეეხება ჩემს აქ გაწევრიანებას, მართლა მიყვარს ფოტოგრაფია და ვწუხვარ, რომ მე არაფერი არ მაქვს აქ დადებული, მაგრამ ვიმედოვნებ_ ამის დროც მოვა ჯერ_ჯერობით კი თქვენ და თქვენს ნამუშევრებს ვგულშემატკივრობ!