მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
სალი ქველიძე. 19 წლის . ვსწავლობ უცხო ენებში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ამ საიტზე მოვხვდი ANUKA-ს მეშვეობით ....ფოტოგრაფია ყოვეთვის მაინტერესებდა , მაგრამ გადაღება მხოლოდ ეხლა დავიწყე და პირველ ნაბიჯებს ვდგავ .... თუმცა ფოტოგრაფიაზე მეტად და შეიძლება ითქვას ცხოვრებაში ყველაფერზე მეტად მუსიკა მიტაცებს... მოკლედ რომ ვთქვა MUSIC is my life .... ვუსმენ ელეკტრონულ მუსიკას. მიყვარს ასევე ელეკტრონული მუსიკის კეთება (მიქსვა) ....ხოო, კიდე ვხატავ . ხატვის ნიჭი წინაპრებისგან მერგო ....ჩემი ოცნებაა მქონდეს საკუთარი კლუბი სადაც მეგობრებთან ერთად დავუკრავდი .... სხვა რა დავწერო აგარ ვიცი ... დაოჯახებული არ ვარ და არც შვილები არ მყავს .