მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
კითხვა დაისვა ამ საიტზე ჩემს შესახებ და ვეცდები: 1. დავით ალელიშვილი. პროფესიით ფიზიკოსი, ამჟამად სარეკლამო-პოლიგრაფიული ფირმის დირექტორი. მე მგონი აქ ერთადერთი ადამიანი ვიქნები, ვინც ფოტოებს კი არ ყიდის, არამედ ყიდულობს ხოლმე. 2. ამ საიტზე მოვხვდი იმიტომ, რომ ჩემი ნაცნობების და მეგობრების ფოტოები დამეთვალიერებინა www.karavi.ge-დან. 3. გატაცებები - თეატრი (ეეეჰ - ჯერ კიდევ ესინჯება პულსი საქართველოში ), სერიოზული კინო (საქართველოში პულსიც რომ - აღარაო ), ლიტერატურა, მოგზაურობა... ფოტოგრაფია - ამეების მერე. 4. ჩემი ფოტოები - ჩემი მოგზაურობების შესახებ მონაყოლია. აქ დაწყობა და პანორამების კონკურსში გატანა - უფრო ჩემი შვილის თხოვნით. კონკურსებზე - ბოლშე ნი ბუდუ. მაგრამ ფოტოშოფს - ჩავუჯდები ცოტას. მასწავლებლისთვის შორს წასვლა არ დამჭირდება - ჩემსავე დიზაინერს მივუსჯი. 5. ამ საიტზე ვათვალიერებ ხოლმე ნაჭყებიას (რომელიც - თუ ცხოვრებაში შემხვდა და თუ მოვერიე - ვცემ ), შომის (რა მატყუარაა შემოქმედის გარეგნობა ) და კიდევ სამი ფოტოგრაფის ფოტოებს, რომელთა გვარებს აღარ დავასახელებ, დანარჩენები მტრად რომ არ მოვიკიდო. ამ საიტზე - ასაკობრივ შემადგენლობას რომ ვუყურებ - სხვებიც გაიზრდებიან შემოქმედებად, მაგრამ სამწუხაროდ ისეთიც ბევრია - ვერასოდეს - მიუხედავად აპარატურისა და სტატუსისა. "მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამ არ უშველა"... (იკითხეთ კლასიკოსები )