მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კაი ხანია აქ აღარ შემოვსულვარ
საბა, როგორ მესმის შენი, მეც სამხატვრო აკადემია დავამთავრე და ჩემთანაც იგივე შეკითხვების დასმა უნდებოდათ ხოლმე, რაზეც შენ წინასწარ გაეცი პასუხი და ბოლოს ხანდახან დასკვნა გამოჰქონდათ, რომ არ ვგავდი აკადემიის სტუდენტს იმიტომ, რომ პანკი, როკერი, ბომჟი და "გარეკილი" არ ვიყვაი ისე, მაინც აქვს ამ ჩვენს აკადემიას, რაღაც განსაკუთრებული, რაც მე ძალიან მიყვარს და სადღაც მგონია, რომ მივიღე... თუმცა ეს განსაკუთრებული ზემოთჩამოთვლილი თვისებები ნამდვილად არ არის მეც ტელევიზიაში ვმუშაობ და მეც ვეღარ ვიტან უკვე ამ საშინელ ყუთს ასე, რომ ესეც მესმის კეთილი იყოს შენი აქ გამოჩენა, გამეხარდა, რომ კიდევ ერთი კარგი ადამიანი შემოგვემატა