როგორც იცით 8 აპრილს გაიმართა კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ბოკესა და კარავის გუნდებს შორის. თამაში მძიმედ და დაძაბულად წარიმართა, კარავს რევანშის იმედი ჰქონდა, მოგეხსენებათ თუ რა დღეში ჩააგდო ბოკეს გუნდმა ისინი წინა 2 მატჩში, თავმოყვარე გუნდი ფეხბურთზე საერთოდ აღარ ილაპარაკებდა . თუმცა კარავის გუნდმა გამოიჩინა სპორტული ჟინი და გადაწყვიტა შურისძიება, მოედანზე გამოვიდნენ ახალი შემადგენლობით, მიღებული ჰქონდათ აკრძალული პრეპარატები, იყენებნდენ არასპორტულ ფინტებს და ფანდებს. ბოკეს გუნდზე კი უნდა ითქვას, რომ საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდნენ, ზოგიერთი მოთამაშე დისციპლინის დარღვევაში იყო შემჩნეული, ზოგი საერთოდ " პახმელიაზე " იმყოფებოდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კარავის გულშემატკივარი აშკარად ჯაბნიდა ბოკეს გულშემატკივარს . ალბათ ეს უკანასკნელიც პახმელიაზე იმყოფებოდნენ. აშკარად უსუსურად გამოიყურებოდა ფან კლუბის ერთ-ერთი ლიდერი მეტსახელად " კატარინა" , საერთოდ არ იმყოფებოდა თამაშზე ეგრედწოდებული "რებეკა", მათმა სუსტმა გულშემატკივრობამ კი ყველაზე ცუდად იმოქმედა! მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო და არც ამჯერად ჩაუვიდა ფეხი კარავს გამარჯვებაში. მოვრჩი ეხლა თორე წერად ვარ ქცეული
მადლობა რეპორტაჟიზა. გუნდს, მიუხედავად ნაჩვენები თამაშის დაბალი ხარისხისა, მადლობავ ვუხდი, დაღათუ ქრუშალ მომენტში დადეს თავი და არ დაანებეს კარავს 3 ქულა! თან იმ დროს როცა კაპიტანი, ბოდიში და ნაბახუსევს ებრძოდა გულ-გვამის რყევაში, დიდი-მასტალებელი გუჯიე კი, ფუი ეშმაკს და იმფერი თვრალი თამაშობდა, სამჯერ რო დაბროწიალდა ბურთის ცქერაში, მხარი ექცა, დასავლეთ-აღმოსავლეთი ეერია და გასანეიტრალებელი გახდა ჩვენს კარში რო არ გეეტანა...
--- ესე იგი, კარავის მორიგმა გაფიმფამფოებამ ასეთი აზრი დაჰბადა: ამათთან სვარკას ხო არ შევალევთ დარჩენილ ყმაწვილკაცობას (მე ცოტა კიდე დამრჩა, გუჯას - ნასესხების ჩათვლითაც გაუვიდა უკვე )... ჰოდა, ხომ არ დავავრცელოთ იდეა ქართულ ინტერნეტ სივრცეში არსებულ ფორუმ-გუნდების ტურნირზე. ეჭვი მაქვს, ბოკეს და კარავს ფორუმ.გე აუბამს მხარს, იქ კიდევ იქნებიან რაღაც-რაღაც დარგების მიხედვით ფორუმები (მოწინავე მწველავები.გე, იუნი ტეხნიკ.გე... და რა ვიცი კიდო) ჰოდა, ასე 8 გუნდი გაკეთდება და ორ ჯგუფად ტურნირიც გაშალაშინდება! მსოფლიო ჩემპიონატამდე მოვაყომარებთ, წონასაც დავყრით ისე, რომ ჩემპიონატზე ლუდის სმის აღარ მოგვერიდება! ჰა, რავარია? არი წანწკლა?!