მოკლედ ალბათ ბევრმა იცით რომ რამდენიმე ჭკვიანმა ბოკელმა გადავწყვიტეთ წავსულვიყავით დასავლეთ საქართველოში, სადაც მზის დაბნელება სრული უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად იდეა იყო წავსულვიყავით ფოთში მაგრამ შემდეგ გუჯამ შემოგვთავაზა ინგირში წასვლა სადაც მისი ნაცნობები ცხოვრობდნენ. ინგირში დაბნელება 1 წუთით მეტ ხანს უნდა ყოფილიყო და ჩვენც დავეთანხმეთ.
წავედით მე, მიშა გუჯა და ამატურა. მაშ ასე დავიძარით თბილისიდან 07:00-ზე იმ გათვლით რომ ადგილზე პირველ კონტაქტს ჩავუსწრებდით.
ამინდი დიდად არ მოგვწინდა მარა რა გვექნა. ისევ პროგნოზის იმედზე ვიყავით რომელიც Brilliant Sunshine-ს გვპირდებოდა ზუგდიდში.
პრინციპში გზადაგზა ცაზე მზეც კი გამოანატებდა ხოლმე მარა ხაშურს რო მივუახლოვდით საშინლად მოიღრუბლა და რიკოთზე სერიოზული ნისლიც ჩამოწვა. მაგრამ გადავედით თუ არა დასავლეთ მხარეს და ო საოცრებავ. ნისლი გაიფანტა და ცაზე ერთი ღრუბელი არ იყო.
ამის შემდეგ ცხადია ყველანი სთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. მე პირადად ბინოკლი კისერზე მეკიდა მარა ყბაჩამოვარდნილი ვუყურებდი და რო დამთავრდა მარტო მერე გავიფიქრე რაზე არ შევხედე ბინოკლით. გუჯა ტავის შთაბეჭდილებებზე დაწერს. ხო ამასობაში გუჯა ჩვენ გვიღებდა ფოტოებს რომლებსაც მოუთმენლად ველი. ნუ ცაზე რო ვარსკვლავები გამოჩნდა ამაზე უკვე ვთქვი სხვაგან და ცისარტყელები კიდე ვისაც უნდა სხვაგან ეძიოს
მოკლედ გადავდივართ ბოლო ეტაპისკენ.
გუჯა. "ზარი ახლობელთან". ფოტო დაუმუშავებელია და უბრალოდ აქ დეტალებს დავწერ.
ISO-800, f/4.5 დაყოვნება 1/30. რეალურად კიდე გეგონებოდა რომ განათებულია ყველაფერი. დააკვირდიტ ფერებს. არანაირი დამუშავება. კამერის ავტო ვათ ბალანსმაც კი ვერ გაიგო რა ხდება.
გადაღებული ფოტოების ნახვა წავიდა.
აი ასეთი ჩრდილებია ამ დროს
გუჯა ჯერ კიდევ შოკშია
მაგრამ მალევე მოვიდა აზრზე და დაიწყო პორტრეტობანა უნიკალური განათების პირობებში.