მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ნუს, ანონიმუსობა კი მიყვარს ძალიან, მაგრამ PR-ის გარეშე ვერაფერს გახდები დღევანდელ დღეს... : )) ასე რომ: თათული წერეთელი, 20 წლის, მომავალი (სულ რაღაც 3 თვეში) ფსიქოლოგი, ფოტოგრაფიით 2 წლის წინ დავინტერესდი, მაგრამ ორი-სამი ფოტოს გადაღების შემდეგ ინტერესი ჩაკვდა ეგრევე (მიზეზი: იხ. ჩემი ფოტოები) მაგრამ 2006 წლის 4 მარტს ისევ მოვკიდე ხელი ჩემ ძველ აპარატს (შედეგი: იხ. ჩემი ფოტოები) დავიწყე ზენიტით, ვაგრძელებ ნიკონით და ლეიკით დამთავრების იმედი მაქვს. : )) სახლის მისამართი, ტელეფონი, single/married უკვე თქვენ აღარ გეხებათ.
პ.ს. LilacWine ვარ Jeff Buckley-ს და არა Nina Simone-ს ხათრით.