მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
გაუმარჯოს! ესეიგიიი.... 1985 წლის 20 აგვისტოს, სამშაბათ დღეს ამ ქვეყანას მოვევლინე მე, ლიკა ალექსის ას. ჭალაგანიძე. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე კი ძალიან გამიხარდა და ბეეეეეევრი ვიტირე ..... ზოდიაქოთი ვარ ლომი და ჩემდა გასაკვირად, ზუსტად ვამართლებ ლომის (ზოდიაქოს) თვისებებს. ჰობები და გატაცებები ოხრად, უზომოდ ბევრი. ამჟამად კი "მაქვს თვალს მიდებული ზენიტი (როგორც მინდა) " და ვჯახირობ რაღაცეებს ხოო, პროფესიით ვარ წმინდა წყლის ისტორიკოსი და ასევე არა წმინდა წყლის დიპლომატი. დაუოჯახებელ, დაუქორწინებელი, დაუქმარებელ და დაუშვილებელი