მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ესე იგი ახალი ვარ მაგრამ მაინც დავწერ.... ამდენმა კაცმა დაწერა და ბარემ მეც.......... Sofia! იგივე: სოფო ყიფიანი! 16 წლის (ჯერ სულ პატარა ) ვსწავლობ ჯერ ისევ სკოლაში......... აზრზე არ ვარ რაზე ჩავაბარებ, და არც ვიტვირთავ ტვინს მაგაზე ფიქრით ჰობი? ჰმ.. მიყვარს ბევრი რამე, იმდენი რო ყველას ვერც ჩამოვთვლი და როც დავაპირო მაინც რამე დამავიწყდება. მაგრამ მაინც: მიყვარს მუსიკა ძალიან მაგრა, ფოტოგრაფია, გიტარაზე დაკვრა კიდე.. აი ხო ვთქვი დამავიწყდებათქო მოდებატე ვარ კიდე და მიყვარს დებატი (ბევრს ალბათ არც ეცოდინება რა არი, ეგ არაფერი, ისე კაი რაღაცაა ) რათქმაუნდა გაუთხოვარი და ჯერ არც ვაპირებ, არც შვილები მყავს და არც მაგას ვაპირებ ჯერ მემგონი ეს იყო და ეს.... კიდე ჩემზე რა უნდა დავწერო, ესეც ბევრია მემგონი..........