მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
აუ ყველამ დაწერა ვინაა და ტეხავს მე რომ არ ვთქვა... მე ვარ ლაშა მამათელაშვილი 19 წლის.... მუსიკოსი და ვებ დიზაინერი.... დავიბადე ქ. თბილისში.. 3 წელი ვსწავლობდი სამედიცინოზე მაგრამ მივხვდი ჩემი საქმე რომ არ იყო და ჩავაბარე გპი-ში ვებ დიზაინზე...(მართლია ვიცი უკვე ეს პროფესია მაგრამ დიპლომიიიიიი...!)
P.S. ვერ ვიტყვი ფოტოგრაფია ჰობია მეთქი იმიტომ რომ მინდა პროფესიონალი ვიყო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ....