მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
გამარჯობა!!! თათუნა ვარ , დავიბადე 1985 წლის 18 აპრილს,თბილისში. პროფესია??? იმდენი ვიფიქრე ჩაბარებასთან დაკავშირებით რომ რა ვიცი, კონსერვატორიაო,თეატრალური ინსტიტუტიო , საბოლოოდ კი თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტზე ამოვყავი თავი, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ჩემი საბოლოო გაჩერება!!! ჰობი იმდენი მაქვს ,რომ ჯობია არ ჩამოვთვალო, ისე კი ძალიან ბევრი რამ მაინტერესებს და ვცდილობ ამ ბევრ რამეში გარკვევას , საბოლოოდ კი ვერაფერშიც ვერ ვერკვევი ფოტოგრაფია არის ის ,რაც ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა აპარატი ხელში არც თუ ისე დიდი ხნის წინ ავიღე!!! ქმარი და შვილები არ მყავს, არც საკუთარი და არც ნაშვილები!!!